კონკურსი სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისთვის - სასტიპენდიო პროგრამა

September 25, 2009

რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის მიზანი
სასტიპენდიო პროგრამა გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევებისათვის უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

პროგრამის მიზანია: 

  • ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებს, რათა მათ სოციალურ მეცნიერებათა განახლების საშუალებით რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარონ იდივიდუალური, ინტერდისციპლინარული მეცნიერული კვლევა სამხრეთ კავკასიაში; 
  • ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა ქსელის შექმნას.

კონკურსის პირობები

რეგიონალური საკვლევი სტიპენდიის მისაღებად განაცხადის შემოტანა შეუძლიათ პროგრამის დაწყების მომენტისათვის 35 წლამდე (1975-1987 წლებში დაბადებულ) ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი განათლება და რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. სავალდებულოა ორი უცხო ენის (ინგლისური და რუსული) კარგი ცოდნა. ყურადღება მიექცევა თემატურ სიახლეს და ორიენტაციას თანამედროვე მეთოდოლოგიაზე, ამასთანავე კვლევის თვისობრივ მეთოდებს.


ფონდი აფინანსებს კვლევას შემდეგ მიმართულებათა ფარგლებში:

  • ახალი შეხედულებები ეთნო-პოლიტიკურ კონფლიქტებზე;
  • მიგრაციული პრობლემები;
  • ლტოლვილები: გადარჩენის სტრატეგიები; 
  • პოლიტიკური კულტურის განვითარების დინამიკა და ანალიზი; 
  • ყოველდღიური ყოფის ისტორია/ანთროპოლოგია;
  • წინააღმდეგობის და რეპრესიების ისტორია; 
  • იდენტობების კონსტრუირება;
  • ”ჩვენიანი” და ”უცხო” საზოგადოებაში; 
  • უთანასწორობისა და დისკრიმინაციის პრობლემები; 
  • გენდერული როლების ტრანსფორმაცია; 
  • ურბანიზაცია და ქალაქური კულტურა; 
  • ქალაქის მდგრადი განვითარების პრობლემები (სოციალური/ ეკოლოგიური/ ეკონომიკური);
  • ქალაქის სოციალური და საინფორმაციო ინფრასტრუქტურა; 
  • არქიტექტურა/ურბანული გარემო და ხელისუფლება.

ხანგრძლივობა და მოცულობა

სტიპენდიის ხანგრძლივობა განისაზღვრება 12 თვით 01.01.2010-31.12.2010. სტიპენდიის მოცულობა შეადგენს ყოველთვიურად 250.00 ევროს. დამატებით გათვალისწინებულია ფონდის მიერ ორგანიზებული თანამდევი პროგრამა სემინარების, საზაფხულო სკოლის, პუბლიკაციებისა და ა.შ. სახით.

ზოგადი მითითებები

  • სტიპენდია წარმოადგენს ინდივიდუალურ დახმარებას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებს გარეთა პროექტების დასაფინანსებლად.
  • კონკურსანტისთვის არ არის სავალდებულო, იყოს მაძიებელი ან სამეცნიერო დაწესებულების თანამშრომელი.
  • საკონკურსო განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2009 წლის 30 ოქტომბერი, 18:00 სთ.

საჭირო საბუთები მოცემული თანმიმდევრობით:

  • შევსებული თავფურცელი შემდეგი ცალკეული მონაცემებით: სახელი და გვარი; დაბადების წელი; ქვეყანა; სამეცნიერო დისციპლინა; საკონკურსო თემა; კვლევის სათაური. (საკონკურსო თემა და კვლევის სათაურის ფორმულირება არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს) 
  • განაცხადის ანკეტა (ჩამოტვირთეთ ინგლისური/რუსული ვერსია).
  • ტაბელარული ავტობიოგრაფია (CV).
  •  ესსე (5-8 გვერდის მოცულობით), რომელიც უნდა შეიცავდეს პროფესიულ და პირად მოტივაციას: 1. რატომ მაინტერესებს ეს თემა; 2. რა ვიცი თემის შესახებ; 3. რა მეთოდებით ვაპირებ თემის კვლევას; 4. წლიური სამუშაო გეგმა. 
  • 2 რეკომენდაცია რომელიმე მეცნიერის ან იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელისაგან, რომელშიც გიმუშავიათ (რა კონკრეტულ გამოცდილებას ან სამეცნიერო ნაშრომს ეფუძნება რეკონემდატორი აპლიკანტთან მიმართებაში).
  • უმაღლესი განათლების (ბაკალავრის, მაგისტრის ან 5-წლიანი სწავლების) დიპლომი ნიშნებითურთ.
  • ფაკულტატურად: სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი და შეძლებისდაგვარად მათი ასლები 20 გვერდამდე.

ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები (სამეცნიერო ნაშრომთა ასლების გარდა) წარმოდგენილ უნდა იქნას ინგლისურ ან რუსულ ენაზე 3 ეგზემპლარად, აგრეთვე დისკზე ჩაწერილი სახით (2 ეგზ.). განაცხადის არასრული, დაგვიანებით ან ელექტრონული ფოსტით შემოსული კომპლექტი არ განიხილება.

საკონკურსო განაცხადი გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო
ზოვრეთის ქ. 38, 0160 თბილისი