გენდერი, როგორც აკადემიური დებატების თემა აზერბაიჯანში

2011 წლის 27 სექტემბერს, ბაქოში, ბოლო სამი წლის განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ოფისმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: “გენდერი, როგორც აკადემიური დებატის თემა აზერბაიჯანში”. ფონდის მიერ ორგანიზებული ყველა საჯარო დისკუსია, როგორც წესი, მიზნად ისახავს მოსახლეობისათვის აქტუალური და კრიტიკული საკითხების განხილვას. ამ მხრივ, გამონაკლისს არც ბოლო დებატი წარმოადგენდა, რომელზეც განხილულ იქნა გენდერული თანასწორობის თემა და შესაძლო წვლილი, რომელიც აკადემიურმა სფერომ და მკვლევარებმა შეიძლება შეიტანონ გენდერული თანასწორობის დამკვიდრების საქმეში.

ტრადიციულად, დებატებში მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ აკადემიური სფეროს, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმაც, ასევე, სხვა დაინტერესებულმა პირებმაც. დისკუსიას ესწრებოდნენ ცნობილი აზერბაიჯანელი სპეციალისტები და ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ და იკვლევენ გენდერს აზერბაიჯანში

მომხსენებელთა შორის გახლდათ ალი აბასოვიაზერბაიჯანის ფილოსოფიის, სოციოლოგიისა და სამართლის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თანამედროვე ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ალი აბასოვი, დიდი ხანია, ასევე ხელმძღვანელობს გენდერულ კვლევათა დეპარტამენტს. მისი აზრით, აკადემიური ინტიტუტის მიერ (რომელსაც იგი 1998 წლიდან წარმოადგენს) ჩატარებული კვლევები იძლევა შესაძლებლობას ითქვას, რომ აზერბაიჯანში გენდერულ საკითხთა შესწავლის სკოლა განვითარებულია.

აზერბაიჯანში გენდერული თანასწორობის მდგომარეობა, ალი აბასოვმა განიხილა პერსპექტივიდან, რომლის მიხედვითაც სოციალურ გენდერულ როლებს საზოგადოების სოციო-კულტურული ღირებულებები განაპირობებს. მისი თქმით, თანამედროვე გენდერული კულტურა აზერბაიჯანში სხვადასხვა ისტორიულ მოვლენათა ურთიერთქმედების შედეგია, რომელსაც ერის კულტურასთან და დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან მივყავართ.

როგორც ალი აბასოვმა განაცხადა, აზერბაიჯანში გენდერულ ურთიერთობებს რამდენიმე განსაკუთრებული თვისება ახასიათებს, რომლებიც დაკავშირებულია შრომისუნარიან მამაკაცთა ქვეყნის გარეთ მასიურ ემიგრაციასთან. შექმნილი ვითარება გავლენას ახდენს არა მხოლოდ აზერბაიჯანის რეპროდუქციულ მდგომარეობაზე, არამედ მივყავართ ქალის როლის გაძლიერებამდეც.

თანამედროვე აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ქალებს ხშირად ის სოციალური პოზიცია უჭირავთ, რაც ადრე ტრადიციულად მამაკაცებს ეკუთვნოდათ. ქალები დომინირებენ აღზრდის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი რიცხვი ვაჭრობასა და სოციალური მომსახურების დარგებში, კულტურასა და მეცნიერებაში. ქალებმა დაიწყეს წმინდამამაკაცურიპროფესიების ათვისება, ისინი ფართოდ არიან წარმოდგენილი პოლიტიკურ პარტიებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა თუ გაერთიანებებში. რესპუბლიკის მასშტაბით რეგისტრირებულია ქალთა 42 არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს  კი, სრულიად ახალ გენდერულ სიტუაციას ქმნის, რომლის შესწავლაც აუცილებელია.

კვლევები, რომელსაც აწარმოებდნენ მეცნიერებათა აკადემიის სპეციალისტები ალი აბასოვის მონაწილეობით, ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანში ქალთა დისკრიმინაცია გამოწვეულია არა მხოლოდ მამაკაცთა მხრიდან შეზღუდვების არსებობით, არამედ ქალების მიერ იმ ურთიერთობისადმი მზაობით, რომელიც ტრადიციულია მათი ოჯახების, ნათესავებისა თუ ნაცნობების სოციალურ გარემოში.

ორივე სქესის მხრიდან მოქმედება განისაზღვრება აღზრდის ადრეულ ასაკში მიღებული სტეროტიპებითა და შთაბეჭდილებებით, ეს შთაბეჭდილებები კი ზრდასრულობაში მათი ქცევის მოდელი ხდება. ადრეული ასაკიდან შეთვისებული როლი შემდომში მამაკაცსა და ქალს შორის დამოკიდებულებას არეგულირებს. ალი აბასოვი თავის გამოსვლაში ასკვნის, რომ მიმდინარეობს ინტენსიური და საკმაოდ წარმატებული აკადემიური კვლევები გენდერის სფეროში.

იულია გურეევა (ალიევა) - გენდრული კვლვების სპეციალისტი და  დამოუკიდებელი ექსპერტითავის მხრივ ამტკიცებს, რომ გენდერული ურთიერთობები შედარებით სწრაფად და შეუფერხებლად გახდა აზერბაიჯანული ოფიციალური აკადემიური დისკურსის ნაწილი. გენდერული პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სასწავლო პროგრამები მტკიცდება განათლების სამინისტროში, სტუდენტებს საშუალება  აქვთ სადიპლომო ნაშრომად გენდერული მიმართულება აირჩიონ, ლექტორები კი შიდა და საუნივერსიტეტო გენდერულ სემინარებს, ტრენინგებსა თუ კონფერენციებს აწყობენ.

გურეევას მოსაზრებით, დროა დაისვას კითხვა, აქვს თუ არა  მიზანმიმართული შედეგი ახალ ტერმინგენდერსსოციალური მეცნიერებების პარადიგმული წინსვლის  თვალსაზრისით, თუ შეიქმნა მოდური  უჯრედი ანუ გარსი, ტრადიციული გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ასიმეტრიების შესაქმნლად? თავის გამოსვლაში  გურეევა შეეხო ძალიან აქტუალურ პრობლემას, აზერბაიჯანში გენდერული კვლევების  შესახებ კრიტიკული  მოსაზრებების  გაუთვალისწინებლობას, რაც  იმგვარი  თავდაცვითი ფუნქციით გადაიფარება, რასაც ნაციონალური თვითშეგნება და მენტალიტეტი ჰქვია. მისი აზრით, ძირითადია შემდეგი საკითხები: როგორია დისკურსიული პრაქტიკა, რაც განსაზღვრავს გენდერული კვლვების ფორმასა და შინაარსს როგორცადგილობრივი პროდუქტისა?“ როგორია თანამედროვე დისკურსის რესურსი ანუ წყარო? რა სახის თვალშისაცემ თუ ლატენტურ აზრს შეიცავს ის? ვინ არიან ავტორები და რამდენად წარმატებულად მუშაობენ? როგორი აუდიტორიისთვისაა მათი მუშაობა გათვლილი?

გამომსვლელის აზრით, საკუთარი ნაციონალური იდენტობის  ძიების გზაზე, როდესაც არის სწრაფვა იქეთკენ, რომ რაც შეიძლება მეტად შევუერთდეთცივილიზებულდასავლეთს, ჩვენი სახელმწიფო ინტლექტუალების წინაშე ახალისინთეზირებული მოდელისშექმნის ამოცანას აყენებს, რომელიც უნდა შეიცავდესდასავლეთის იმპორტსდანაციონალური თავისებურებებისსინთეზს, ეს სურვილი კი, შევეთვისოთ ევროპას და არ დავკარგოთ ეროვნული კულტურული ფასეულობანი, რომელიც მომგებიანია ადგილობრივი პოლიტიკური ელიტისათვის და ქვეყნის მართვისათვის, ყველგან გვხვდება - სამოქალაქო საზოგადოების მიმართ  დემოკრატიის  ინტერპრეტაციასა თუ გენდრული კვლევის საკითხებისადმი მიდგომაში.

ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით ამტკიცებენ, რომ თანამედროვე კონცეფციები, და მათ შორისგენდერიც“  მკვეთრად დასავლური აკადემიური დისკურსით ყალიბდება და შემდეგ ისე მიეწოდება მსოფლიოს, როგორც მყარი და ჩამოყალიბებული სტრუქტურა, რომელიც უკვე მზადაა გამოყენებისათვის. ჩნდება სიძნელეები თარგმანსა და გააზრებაში, არის შეგრძნება სხვისი, უცხო  ჩვევისა და კულტურის თავსმოხვევისა, აკადემიურ ჩარჩოებში ინტელექტუალური უთანასწორობისა, როცა ერთნი ქმნიან, და მეორენი მოწოდებულნი არიან მხოლოდ მოიხმარონ. ინტელექტუალური ელიტის მხრიდან ასეთი განცდები კულტურული კოლონიზაციის მცდელობებისა, არ გახლავთ მხოლოდ აზერბაიჯანისათვის დამახასიათებელი თავისებურება, იგი თვალსაჩინოა ყველა მოდრნიზებული ქვეყნის მაგალითზე.  

ზარდუშტ ალიზადე, ჟურნალისტთა სკოლის დირექტორი, თავის მხრივ, ძალიან კრიტიკული იყო აზერბაიჯანში გენდერის შესახებ აკადემიური კვლევების შეფასებისას. მისი აზრით, უნდა  დაისვას  კითხვა, შეუძლია თუ არა აკადემიურ  მეცნიერებას  მთლიანად გამოიკვლიოს გენდერული სიტუაციების სირთულე თანამდროვე აზერბაიჯანში? მან ისტორიულ პერსპექტივაში განიხილა აზერბაიჯანში XIX-XX  საუკუნეებში მიმდინარე ცვლილებები  და სქესთა შორის ურთიერთობის წესები. ასევე აღნიშნა, რომ თანამედროვე აზერბაიჯანში რამდენიმე ტიპის ოჯახი არსებობს (პატრიარქალურიდან ვიდრე ეგალიტარულამდე). ზარდუშტ ალიზადის აზრით, აზერბაიჯანში შეიძლება დავაკვირდეთ ტრადიციული მორალური და ქცევითი ნორმების ძლიერ ეროზიას. აღნიშნული პროცესი არ შეიძლება  ჩავთვალოთ, როგორც მხოლოდ სტიქიური მოვლენა. საზოგადოების მორალური დეგრადაცია  ზუსტად პასუხობს ელიტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. მიმდინარეობს სატელევიზიო აგრესიატვინების გამორეცხვა, სტერეოტიპული აზროვნების, ქცევისა და გემოვნების გადმონერგვა. აზერბაიჯანელ ქალებს, მამაკაცებთან ერთად  გადააქვთ მატერიალური, სულიერი, მორალური და ფიზიკური  დანაკარგების სირთულეები. პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობის გამოფიტულობა და არათანმიმდევრულობა მოქმედებს და დაღს ასმევს  საზოგადოების განვითარებას. მისი აზრით, ჩნდება კითხვა: შეუძლია თუ  არა აზერბაიჯანულ მეცნიერებას, პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე? არის თუ არა რესურსი პრაქტიკულად გამოყენებადი კვლევის ჩასატარებლად და შედეგების თეორიული გააზრებისათვის? თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების  პირდაპირ დაინტერესებას შეცვალოს რეალობა მითით, უნდა ვაღიაროთ, რომ მეცნიერება ხელისულებისგან ამ პრობლემის კვლევასა და გააზრებაში დახმარებას არ უნდა ელოდოს. შესაბამისად, წარმატებულ გენდერულ კვლევებს არც აკადემიური გაერთიანებისაგან არ უნდა ველოდოთ

მთლიანობაში, მთავარმა მომხსენებლებმა განსხვავებული მოსაზრებები წარმოადგინესრაც ეხმიანება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დებატების პროგრამის კონცეფციას. ეს დებატები ჩამოყალიბდა ადამიანთა შორის თავისუფალი კომუნიკაციის და აზრთა გაცვლა-გამოცვლის პლატფორმად, რომლის მეშვეობითაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები პრობლემის ანალიზს ახდენენ და ეძებენ მისი გადაჭრის შესაძლო გზებს. ამ მხრივ გამონაკლისს არც ბაქოში ჩატარებული დებატი წამოადგენდა. ექსპერტთა განსხვავებულმა მოსაზრებამ გამოიწვია ცოცხალი დისკუსია და შექმნა ატმოსფერო, რომელშიც თავისუფალი და კრიტიკული აზრის გაცვლა-გამოცვლა შესაძლებელი გახდა - ასეთი სიტუაციები კი დღევანდელ აზერბაიჯანს ნამდვილად აკლია.