ბაღაფშის ეპოქის დასასრული

ბაღაფშის ეპოქის დასასრული

ბაღაფშის ეპოქის დასასრული

სერგეი ბაღაფშის დაკრძალვის ცერემონია, სოფელი ჯგერდა, 02/06/2011. ფოტო: სტრინერი/REUTERS

გასულ კვირას აფხაზეთმა უკანასკნელ გზაზე გააცილა თავისი პრეზიდენტი. სერგეი ბაღაფში 29 მაისს, მოსკოვში, ფილტვზე გაკეთებული რთული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. 2 ივნისს სამგლოვიარო ცერემონიალს ათიათასობით ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. აფხაზეთის მეორე პრეზიდენტი ოჩამჩირის რაიონში, მშობლიურ სოფელ ჯგერდაში დაკრძალეს.

სერგეი ბაღაფშის გარდაცვალება მოულოდნელი იყო აფხაზეთისთვის. ბაღაფში წავიდა ისე, რომ აფხაზ ხალხს ნაციონალური იდეა არ დაუტოვა. იგი თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის შუაში წავიდა, მაშინ, როცა აფხაზეთმა პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის, შიდა სამოქალაქო დაპირისპირების და, რაც  მთავარია, საქართველოსთან ომისთვის მუდმივი მზადებით გამოწვეული მძიმე წლები წარსულს ჩააბარა.

ბაღაფშის აფხაზეთს პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ აღმავლობას უწინასწარმეტყველებდნენ.

შემდეგი საარჩევნო ციკლი აფხაზეთში  2012 წელს უნდა დაწყებულიყო – საპარლამენტო არჩევნები. აპრეზიდენტო არჩევნები კი მხოლოდ 2015 წელს უწევდა.  ამ პერიოდს აფხაზეთის პოლიტიკური ძალები მოსამზადებლად და მოსამწიფებლად იყენებდნენ.

ამასთან, ახალ ათონში 15 მაისს ჩატარებულ საეკლესიო კრებაზე ახალი ეროვნული პროექტის იდეა გაჩნდა – ახალგაზრდა აფხაზმა სასულიერმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის მოსაპოვებლად იბრძოლონ და არა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ფრთის ქვეშ იყვნენ. სავსებით შეიძლებოდა, რომ ეს იდეა რამდენიმე წლის განმავლობაში ნაციონალურ იდეად ჩამოყალიბებულიყო და  ქვეყნისათვის ახალი პოლიტიკური ლიდერები მოევლინა.

ერთი სიტყვით, ყველას ბაღაფშის ეპოქის იმედი ჰქონდა – დიდი ხნის ნანატრი სტაბილურობისა და სიმშვიდის მომტანი ეპოქის. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, ბაღაფშის ეპოქა დასრულდა. 

პრეზიდენტის გარდაცვალების დღეს აფხაზეთის ფიჭური კავშირიც კი გადაიტვირთა და გაითიშა. ხალხი ერთმანეთს უზიარებდა ამ დაუჯერებელ ინფორმაციას. 

“კეთილშობილი”, “კეთილი”, “ადამიანური”, “რბილი –  ბაღაფშს დღეს ამ ეპითეტებით ამკობენ მისი კრიტიკოსებიც. ეს სიყალბე და თვალთმაქცობა არ არის. და არც აფხაზური წესი, რომ გარდაცვლილზე მხოლოდ კარგი უნდა ილაპარაკო.

მაღალ, წარმოსადეგ, ურთიერთობაში საკმაოდ მორცხვ ბაღაფშს ქარიზმა, რომელიც აუცილებელია მისი რანგის პოლიტიკოსებისთვის, თითქმის არ ჰქონდა. და დღეს ხალხი მას უმეტესად ახასიათებს, როგორც პიროვნებას და არა პოლიტიკოსს.

სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ისტორიაში სამუდამო ადგილი დაიკავა. მისი მმართველობის მთავარი მონაპოვარი რუსეთის მიერ აღიარება იყო. 2005 წელს ბაღაფშის ეპოქის დასაწყისს სოხუმი ნახევრად დანგრეული დაღარიბი შეხვდა. 2011 წელს ბაღაფში უკანასკნელ გზაზე ახლადგაშენებულმა, მომაჯადოებელი სილამაზის ქალაქმა გააცილა. ეს  მისი დამსახურების ცოცხალი მაგალითია.

რა იქნება შემდეგ? უახლოესი სამი თვის განმავლობაში ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვანელებს. ძალიან საინტერესო იქნება იმ ქვეყანაში ცხოვრება, რომელსაც ეს პოლიტიკოსი მართავს.

ვლადისლავ არძინბას შემდეგ, ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის პოლიტიკური ჰორიზონტის ყველაზე კაშკაშა ფიგურაა. ანქვაბი არძინბას და ბაღაფშის თაობის პოლიტიკოსია, მაგრამ  იგი სრულიად განსხვავებული ტიპის ფიგურაა.

თავის დროზე, სსრკ-ის შსს-ს სისტემის ყველაზე ახალგაზრდა პოლკოვნიკი ანქვაბი ყოველთვის უხეში, პედანტური და უკომპრომისო ადამიანი იყო. ვლადისლავ არძინ-ბას და მისი გზები ომის დასრულებისთანავე გაიყარა და მას შემდეგ აფხაზეთის პირველი ლიდერი ანქვაბს  ყველაზე საშიშ მოწინააღმდეგედ აღიქვამდა.

აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი საკმაოდ დიდხანს მოსკოვში ცხოვრობდა, როგორც პოლიტიკური დევნილი. აფხაზეთში იგი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაბრუნდა და ეგრევე ბაღაფშის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ეჭვგარეშეა, რომ ბაღაფშს ხელისუფლებაში მოსვლაში ანქვაბის ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა დაეხმარა. მას შემდეგ ორ ლიდერს შორის საოცრად მტკიცე ურთიერთობები შენარჩუნდა. ხუთი წელი ანქვაბი პრემიერის პოსტს იკავებდა, ხოლო შარშანდელ არჩევნებზე ბაღაფშის გამარჯვების შემდეგ, იგი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრე ანქვაბი შემდეგი პრეზიდენტია.
ადმინისტრაციული რესურსი და, სავარაუდოდ, იგივე საზოგადოებრივი მხარდაჭერა მის მხარესაა. აფხაზეთის ეკლესიისგანგანსხვავებით, სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყნისათვის ახალი ლიდერები ჯერ არ მოუვლენია, რომლებიც ძველი გუნდისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდნენ. სერგეი ბაღაფშს მეორე ხუთწლიანი ვადის დასრულება რომ დასცლოდა, ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების და განვითარების შანსი უდავოდ იყო. ახლა კი საზოგადოებას არჩევანის გაკეთება ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს, პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასა და ოპოზიციის ლიდერ რაულ ხაჯიმბას შორის მოუწევს. ანქვაბისათვის რეალური კონკურენციის გაწევა მხოლოდ ხაჯიმბას შეუძლია. 

სავარაუდოდ, სამი თვის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული ახალი ხელისუფლების საგარეო კურსი არ შეიცვლება. რუსეთისათვის დათმობები ხელისუფლებისათვის ერთგვარ ტრადიციულ ხაზად იქცა. პრაქტიკაში ამ დათმობების განხორციელებასუხეში საზოგადოებრივი პოზიცია უშლის ხელს.  უნდა ითქვას, რომ “რბილი” ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს, რეალურად, რუსეთმა აფხაზეთის მხრიდან ვერც ერთი “დათმობა” ბოლომდე ვერ მიიღო.  მაგალითად,  სახელმწიფომ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები საზოგადოების ზეწოლის გამო შეჩერდა; აფხაზეთის ტერიტორიის 160 კვ. მეტრის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი მთლიანად აფხაზეთის სასარგებლოდ გადაწყდა, რაც შეეხება რელიგიას – ისევ და ისევ საზოგადოების მკაცრი პროტესტის გამო, ახალი ათონის მონასტერში მოსკოვის საპატრიარქოს მიერ  მივლენილი წინამძღვარი გააძევეს.

რუსეთთან ურთიერთობა ბოლო დროს ერთ კარში თამაშს ჰგავს: ხელისუფლება დათმობებზე თანახმაა – როგორც აღიარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ერთგვარი ხარკი თუ მადლიერება, მაგრამ საზოგადოებრივი პროტესტი ამ დათმობებს განხორციელების საშუალებასსტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს არ იძლევა. იქნებ სწორედ ეს არის ეშმაკური აფხაზური თამაში?

პრინციპული ცვლილებები, სავარაუდოდ, არც  შიდა პოლიტიკაშია მოსალოდნელი. თუმცა ჯერ კიდევ ცოცხალია თეორია, რომ რეფორმატორად დაბადებულ ანქვაბს ცვლილებების განხორციელებაში ხელს კონიუნქტურული და კომპრომისების დიდოსტატი ბაღაფში უშლიდა. შესაძლებელია. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: 2005 წლიდან არანაირი სამოდერნიზაციო პროექტი, თუნდაც ქაღალდზე, არ შექმნილა. 

სავარაუდოდ, ანქვაბი, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი ლიდერი იქნება, ვიდრე ბაღაფში იყო,  “წესრიგის დამყარებას” დაიწყებს. ანქვაბი თავისი მმართველობის დროს პოლიციურ სახელმწიფოს ვერა, მაგრამ პოლიციურ რეჟიმს კი ნამდვილად ააშენებს.

“წესრიგის”  და ძლიერი მმართველის ნაკლებობა დღევანდელ აფხაზეთში აშკარაა. მაგრამ თუ ანქვაბი პრეზიდენტის სავარძელში გამაგრდება, მაშინ  ახალი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბება მრავალი წლით შეფერხდება.  ეჭვგარეშეა, რომ ანქვაბი მეორე საპრეზიდენტო ვადასაც უზრუნველყოფს და მაშინ 90-იანი წლების პოლიტიკოსების თაობა ხელისუფლებაზე თავის, ლამის უკვე სამუდამო, მონოპოლიას შეინარჩუნებს.

უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის შემდგომმა ლიდერმა ის სტაბილურობის განცდა უნდა შეინარჩუნოს, რომელსაც დღეს ბაღაფშის გარდაცვალებასთან ერთად აფხაზი ხალხი ხმამაღლა დასტირის.

პირველი პრეზიდენტის არძინბას მიერ მოპოვებულის შენარჩუნება და თამასის კიდევ უფრო მაღლა აწევა ბაღაფშმა შეძლო. შეძლებს კი ამ ესტაფეტის ასევე ღირსეულად გადაბარებას აფხაზეთის შემდეგი ლიდერი?  ვინც უნდა იყოს იგი, ამ გზაზე დღეს მას მთელი აფხაზი ერი გულშემატკივრობს. 

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება