შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემში

შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემში

ძირითადი მომხსენებლები ბ. მინდიაშვილი და თ. ცხადაძე და მოდერატორი ი. ხანთაძე
ძირითადი მომხსენებლები ბ. მინდიაშვილი და თ. ცხადაძე და მოდერატორი ი. ხანთაძე — ილუსტრაციის საავტორო უფლება

„შრომის კულტურა და რელიგიური დისკურსი საქართველოს სხვადასხვა თემში“ – 5 ნოემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ამავე სახელწოდების კვლევის პრეზენტაციას და შემდეგ ამავე თემაზე დისკუსიას უმასპინძლა. კვლევის ავტორებმა - იაგო კაჭკაჭიშვილმა და გაგა ნიჟარაძემ საზოგადოებას კვლევის მიზნები და შედეგები გააცნეს, ხოლო რეცენზენტებმა - თამარ ცხადაძემ და ბექა მინდიაშვილმა კვლევის სხვადასხვა ასპექტზე გაამახვილეს ყურადღება და, ზოგადად, კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

იაგო კაჭკაჭიშვილმა საუბრის დასაწყისშივე ჩამოთვალა შრომის რაციონალური ეთიკის ხუთი დეტერმინანტი -  დაუღალავი, მძიმე შრომა და მასთან დაკავშირებული წარმატება, ფულისა და დროის დაზოგვა, თავისუფალი დროის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, კონტროლის ინტერნალური ლოკუსი და შრომა, როგორც მიზანი თავისთავად, და აღწერა, რა დამოკიდებულება არსებობს მათ მიმართ საქართველოს სხვადასხვა რელიგიურ თემში.

რა გავლენას ახდენს რელიგია შრომის კულტურასა და საზოგადოების განვითარებაზე? რა გავლენას ახდენს ესა თუ ის აღმსარებლობა, რელიგია ადამიანთა საქმიანობაზე, მათ შრომით ეთიკაზე, წარმოდგენებზე შრომასთან დაკავშირებით? როგორია სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტების ღირებულებების გავლენა მორწმუნეთა ეკონომიკურ ქცევაზე, მათ შრომისადმი დამოკიდებულებაზე? არის თუ არა განსხვავება საერო და საკრალურ ღირებულებებს შორის შრომისადმი დამოკიდებულების კონტექსტში? როგორ აისახება რწმენა მორწმუნეთა საქმიანობაზე? როგორია დამოკიდებულება თავისუფალი დროის მიმართ? როგორია სხვადასხვა აღმსარებლობის დამოკიდებულება სულიერი, ფიზიკური და ინტელექტუალური შრომის მიმართ? რას მოიაზრებს სხვადასხვა აღმსარებლობა სიტყვაში „შრომა“? - ეს ის თემებია, რომელიც მანამდე საქართველოში სპეციალურად არ გამოკვლეულა. კვლევისას კი ბევრი ისეთი საკითხიც წამოჭრა, რომელიც კიდევ დამატებით შესწავლას და ანალიზს საჭიროებს.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება