მეორადი მანქანის აუქციონი

Toyota Land Cruiser Prado

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო წარმოგიდგენთ მეორადი მანქანის აუქციონს:

ავტომანქანა ტოიოტა პრადო  Toyota Land Cruiser Prado (განუბაჟებელი)

გამოშვების წელი: 2008

ფერი: ვერცხლისფერი

ტიპი: მაღალი გამავლობის

ძრავის მოცულობა: 2700

გადაცემათა კოლოფი: ავტომატური

გარბენი: 169 000 კმ

მანქანა არის ძალიან კარგ მდგომარეობაში, არ აღენიშნება რაიმე სახის გაუმართაობა, მოყვება ოთხი სათადარიგო საბურავი.

მყიდველს მოუწევს მანქანის განბაჟების და გადაფორმების ხარჯების გადახდა, რაც შეადგენს ჯამურად 2 319,00 ლარს.

მანქანის დათვალიერება/ნახვა შესაძლებელია 2014 წლის 3 ან 4 დეკემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე, ზუსტი დროის წინასწარი შეთანხმებით (საკონტაქტო ტელეფონი: 238 04 67/68, 291 28 97) მისამართზე: თბილისი, ზოვრეთის ქუჩა 38.

მხოლოდ წერილობითი ფორმით შემოტანილი განაცხადები იქნება განხილული. განაცხადი უნდა იყოს მოთავსებული დალუქულ კონვერტში. მასში მითითებული ფასი უნდა იყოს ლარებში.

გთხოვთ, ასევე მიუთითოთ:

კერძო პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მისამართი.

ორგანიზაციის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი.

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს გარკვევით:
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
მანქანის აუქციონი

განაცხადები შემოტანილი უნდა იქნას ფონდში 2014 წლის 9 ან 10 დეკემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, ზოვრეთის ქუჩა #38. დაგვიანებული განაცხადები აღარ მიიღება.

გამარჯვებული კანდიდატი შეტყობინებას მიიღებს 2014 წლის 11 დეკემბერს.

თანხის გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით (გადარიცხვით ან ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით) 2014 წლის 15 დეკემბრის 12:00 საათამდე, იმავე დღეს მოხდება მანქანის გადაფორმება. გამარჯვებული კანდიდატის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში მისი განაცხადი გაუქმებულად ჩაითვლება და ავტომატურად მოხდება მომდევნო კანდიდატთან დაკავშირება.
[gallery]