საბჭოთა წარსული თბილისის ჩრდილებში

Soviet Past in the Shadows of Tbilisi

2014 წლის 1-7 დეკემბერს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ მოაწყო გამოფენა

საბჭოთა წარსული თბილისის ჩრდილებში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნეში საბჭოთა მმართველობის პერიოდში თბილისში მომხდარი 20 მნიშვნელოვანი მოვლენის და პროცესის ამსახველი ფოტოსურათი, ფოტომონტაჟის მეშვეობით დამთვალიერებელს ექნება საშუალება დაინახოს ისტორიული კადრები იმავე ადგილების თანამედროვე პანორამაში. წარმოდგენილი იქნება ისეთი საინტერესო ისტორიული მოვლენები, როგორიცაა სიონის ზარის ჩამოგდება, თბილისის ზღვის საზეიმო გახსნა, ოპერის თეატრის ხანძარი, გალაკტიონის დაკრძალვა და სხვა.

პროექტი განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია, წახალისდეს დისკუსია თემაზე როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება ჩვენი უახლესი ისტორიის შესახებ და გავაცნობიეროთ როგორ და რატომ იცვლება სივრცე, სადაც ესა თუ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები ვითარდებოდნენ.

მისამართი: ივანე მაჩაბლის ქ. 13 (მწერალთა სახლის საგამოფენო დარბაზი)