2015/2016 წწ საპროექტო განაცხადების კონკურსის პირველი შედეგები

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მოხარულია გაცნობოთ, რომ 2015/2016 წწ პარტნიორობისთვის გამოცხადებული საპროექტო განაცხადების კონკურსში აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან 185 აპლიკაცია მიიღო.

Image removed.

თემების მიხედვით შემოსული საპროექტო განაცხადები შემდეგნაირად გადანაწილდა:

დემოკრატია - 15
მდგრადი ურბანული განვითარება/კლიმატის ცვლილება - 39
საბჭოთა წარსულის გააზრება - 47
გენდერული დემოკრატია - 54
კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია - 30.

Image removed.

პირველადი შერჩევის შედეგად დაწუნებული თუ მოკლე სიაში მოხვედრილი საპროექტო განაცხადების ავტორები კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას 2015 წლის 7 აგვისტომდე მიიღებენ, რის შემდეგ პირველადი შერჩევის შედეგად მოკლე სიაში მოხვედრილი საპროექტო განაცხადების ავტორებთან, მათი წინადადებების შემდგომი გაუმჯობესებისა და დაზუსტებისთვის, ფონდი განაგრძობს კომუნიკაციას.

აქვე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მადლიერებას გამოხატავს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართ, რომლებიც ენთუზიაზმით და ღრმა ინტერესით მიუდგნენ 2015/2016 წლების პარტნიორობისთვის გამოცხადებული საპროექტო განაცხადების კონკურსს.