„უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან (2015)

„უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან (2015)

ორგანიზაციის „თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის“ ინიციატივა „უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ 2015 წლის იანვარ-ივნისში მხარდაჭერილი პროექტიდან „გორის ლექციები: „უცნობი“ საბჭოთა წარსული“ აღმოცენდა. საბჭოთა დიქტატორის სტალინის მშობლიური ქალაქის მაცხოვრებელმა 30-მა ახალგაზრდამ გაიარა ლექცია-სემინარების ციკლი, რომელიც საბჭოთა წარსულის სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას ასახავდა.

ამჯერად თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით, თავის ახალგაზრდა გორელ პარტნიორებს ზეპირი ისტორიების მეთოდოლოგიის შესწავლა და საბჭოთა გორის მეხსიერების მოკრებვა შესთავაზა. ამ ინიციატივის შედეგად პროექტის ფარგლებში შერჩეულმა 12 მონაწილემ მიიღეს ცოდნა ზეპირი ისტორიების კვლევის მეთოდოლოგიაში, ჩაატარეს ინტერვიუები და შეაგროვეს ამბები, რომლებიც სტალინის შესახებ მითების მიღმა დაფარულ წარსულის რეალობებს ასახავს. პროექტის დასასრულს პრეზენტაციებისა და დისკუსიების სერია გაიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საჯარო სკოლებში, რაც სტალინის პიროვნების კულტის და საზოგადოებრივ ცხოვრებში მისი ინსტიტუციონალიზაციის შედეგების განხილვაში მეტი ადამიანის ჩართვას ისახავდა მიზნად.

პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი-დეკემბერი 2015.

 

Related Content

  • გორის ლექციები: “უცნობი” საბჭოთა წარსული (2015)

    (დასრულებული პროექტი) არასამთავრობო ორგანიზაციამ თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი "გორის ლექციები: "უცნობი" საბჭოთა წარსული".

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება