მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის (2016)

საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის ერთგვარი განაცხადი და ამავე დროს სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს. ამ პირობებში, ქართული საზოგადოებისთვის ერთობ მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმ გამოწვევებისა თუ პრობლემების ცოდნა, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე ევროპა. მაშინ როცა ევროპულ სივრცეში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური ბაზრის რეფორმირება, სისტემური უთანასწორობის აღმოფხვრა, მწვანე და მდგრადი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები, ქართული სამოქალაქო საზოგადოება მოწყვეტილია ამ რეალობას და ხშირ შემთხვევაში ვირტუალურ დღის წესრიგებზეა ორიენტირებული.

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრმა - კავკასიური სახლი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით 2016 წელს განახორციელა პროექტი - მწვანე იდეები საქართველოს პროგრესული განვითარებისთვის. პროექტი მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების პრინციპებისა და ევროპის მწვანე პოლიტიკური დღის წესრიგის ძირითადი საკითხების გააზრების ხელშეწყობას საქართველოში.

კონკრეტულად კი, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა:

ანთოლოგიას, პროექტში დაგეგმილ კონფერენციასა და საჯარო დისკუსიებს ერთგვარი განმანათლებლური ფუნქციაც აკისრია. ამ აქტივობებმა პროექტის სამიზნე ჯგუფს საშუალება მისცა, გერმანიის მაგალითზე გაცნობოდა საერთო ევროპულ პრობლემებს, მეორე მხრივ - იგი წაახალისებს საქართველოში არსებული პრობლემების გადააზრების პროცესს საერთო ევროპული კონტექსტიდან.