კონკურსი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან 2017 წლის პარტნიორობის საპროექტო განაცხადებისთვის

* განაცხადები მიიღება 2017 წლის პროგრამული პერიოდისთვის.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო განიხილავს აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში მხარდაჭერის მაძიებელი იმ ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების თუ ინდივიდების ინიციატივებს, რომლებიც ფონდის 2015-2017 წლების პროგრამულ მიზნებს პასუხობენ:

  1. ღია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურა ქმნის სივრცეს საჯარო მონაწილეობისთვის, რომელსაც წვლილი შეაქვს მწვანე მიმართულებით სამხრეთ კავკასიის  სოციალურ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში.
  2. გენდერული თანასწორობის და გენდერული მრავალფეროვნების საკითხები აღიარებულია და საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში ფართოდ განიხილება.
  3. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტები და სამოქალაქო აქტორები ერთობლივად იმუშავებენ კონფლიქტების პრევენციისა და ტრანსფორმაციისთვის აუცილებელ პრაგმატულ მიდგომებს.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მხარს უჭერს საქმიანობებს შემდეგის მიმართულებებით:

  1. სამოქალაქო მონაწილეობა მდგრადი ურბანული განვითარებისთვის, კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებისა და მდგრადი ენერგო სისტემებისთვის;
  2. გენდერული დემოკრატია;
  3. მეხსიერების პოლიტიკა და საბჭოთა წარსულის გააზრება;
  4. დიალოგის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისათვის.

„სამოქალაქო მონაწილეობა მდგრადი ურბანული განვითარებისთვის, კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებისა და მდგრადი ენერგო სისტემებისთვის” თემის ფარგლებში ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს იმ წინადადებებს, რომლებიც წარმოაჩენენ და ახალისებენ სამოქალაქო ქმედებას და/ან პოლიტიკურ განათლებას შემდეგი მიმართულებებით:

  • მწვანე მიდგომების და მონაწილეობითი მოდელის მხარდაჭერა ქალაქის განვითარებისთვის;
  • ურბანული განვითარების ჰუმანიტარული და სოციალური ასპექტები;
  • კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა;
  • ენერგეტიკული პოლიტიკის დივერსიფიცირება და გამრავალფეროვნება (განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტურობა, გარემოსთვის უვნებელი ენერგომატარებლები და ენერგეტიკული ალტერნატივების ძიება).
  • ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის სოციალური პასუხისმგებლობით გაჯერება.

„მეხსიერების პოლიტიკა და საბჭოთა წარსულის გააზრება“ თემის ფარგლებში ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს იმ წინადადებებს, რომლებიც წარმოაჩენენ და ახალისებენ სამოქალაქო ქმედებას და/ან პოლიტიკურ განათლებას შემდეგი მიმართულებებით:

  • სამოქალაქო ინიციატივები, რომლებიც საბჭოთა წარსულის „აკრძალული“  მეხსიერების შეგროვებას, წარმოჩენას და განხილვას უწყობს ხელს;
  • კვლევითი და სხვა საგანმანათლებლო საქმიანობები, რომლებიც მხარს უჭერენ კრიტიკულ მსჯელობებს საბჭოთა წარსულის დღევანდელ აღქმაზე და მის გააზრებას.

„გენდერული დემოკრატია“ თემის ფარგლებში ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს იმ წინადადებებს, რომლებიც წარმოაჩენენ და ახალისებენ სამოქალაქო ქმედებას და/ან პოლიტიკურ განათლებას შემდეგი მიმართულებებით:

  • ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანი მონაწილეობის და წარმომადგენლობის ხელისშემშლელი სოციალური ნორმების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა.
  • დემოკრატიული პოლიტიკის დღის წესრიგში გენდერული თანასწორობის ასახვისა და მყარად დამკვიდრების მხარდაჭერა.
  • სხვადასხვა სოციალური და კულტურული ჯგუფის ქალთა მონაწილეობის და პოლიტიკური წარმომადგენლობის პრინციპების მხარდაჭერა .

„დიალოგის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისათვის” თემის ფარგლებში ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს იმ წინადადებებს, რომლებიც წარმოაჩენენ და ახალისებენ სამოქალაქო ქმედებას და/ან პოლიტიკურ განათლებას შემდეგი მიმართულებებით:

  • მშვიდობისა და თანამშრომლობის საკითხებზე დისკუსიების ინიცირება და გაფართოება დაშორიშორებული მხარეების ჩართვით;
  • სამეცნიერო, სახელოვნებო და ელექტრონული რესურსების შექმნა და მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობენ ინფორმაციის გაზიარებას მხარეებს შორის და ამცირებენ მათ შორის გაუცხოებას.

ფონდი მიესალმება ზემოთ ჩამოთვლილი თემების მიხედვით რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიმართულ თანამშრომლობით პროექტებს!

ფონდის მხარდაჭერისთვის მიმართვის პროცედურები და წესები:

  1. საპროექტო განაცხადი (ფონდის სააპლიკაციო ფორმის მიხედვით - Project Application Form_Eng, Project Application Form_Geo, Project Application Form_Rus) არ უნდა აღემატებოდეს 12 გვერდს (1 გვერდი - 1800 ასონიშანი სივრცის გარეშე) და ფონდს უნდა მიეწოდოს ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. იგი უნდა მოიცავდეს და ასახავდეს განმცხადებლის (ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი, ინდივიდი) გამოცდილებას, მიზნებს (არა უმეტეს 1 გვერდისა), გადასაჭრელ პრობლემას და პროექტის განხორციელების გზებს (დეტალური ბიუჯეტის ჩათვლით). განმცხადებელ ორგანიზაციებს ასევე მოეთხოვებათ საპროექტო განაცხადს დაურთონ ორგანიზაციის ბოლო სამი წლის საქმიანობის ამსახველი მოკლე ანგარიში (განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი, მათი მოკლე აღწერა და ბიუჯეტები დონორების მითითებით).
  2. საპროექტო განაცხადის თავფურცელზე აუცილებლად უნდა მიეთითოს ერთ-ერთი საკონკურსო თემატური მიმართულება, პროექტის/ინიციატივის სათაური, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი, განმცხადებლის სრული რეკვიზიტები:
    • ორგანიზაციის შემთხვევაში - ოფიციალური სახელი, სამართლებრივი სტატუსი, რეგისტრაციის ნომერი და დაფუძნების თარიღი;
    • საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში - თავფურცელზე აღინიშნება „საინიციატივო ჯგუფი“ და მისი დასახელება, ხოლო საპროექტო განაცხადს თან დაერთვება ჯგუფის მისიის განაცხადი და ჯგუფის წევრების რეზიუმეები;
    • ინდივიდის შემთხვევაში - თავფურცელზე დაფიქსირდება განმცხადებლის ვინაობა (სახელი, დაბადების თარიღი, საქმიანობა, საცხოვრებელი და სამსახურეობრივი მისამართი) და საპროექტო განაცხადს თან დაერთვება განმცხადებლის რეზიუმე.

საპროექტო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს მისამართზე info@ge.boell.org 2016 წლის 20 აპრილის (ოთხშაბათი) 17:00 საათამდე Project Proposal 2017-ის მითითებით.

  1. საპროექტო განაცხადს ასევე თან უნდა ერთვოდეს განმცხადებლის ისტორიის ამსახველი მოკლე პორტფოლიო: ორგანიზაციის წესდების ასლი ან დამატებითი დოკუმენტები, საიდანაც მკაფიოდ გამომდაინარეობს ინფორმაცია დამფუძნებლებისა და მართვის ორგანოების შესახებ; დაფუძნების წელი, მისია, საქმიანობები, მიღწევები, საზოგადოებრივი წარმომადგენლობითობა (ვის აძლიერებს და წარმოადგენს).
  2. საპროექტო განაცხადი უნდა ასაბუთებდეს პროექტის მიზანშეწონილობას და უნდა ასახავდეს სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტს, შესაბამის მონაცემებს (სტატისტიკა, კვლევების დასკვნები, ა.შ.), სასურველ შედეგებს და პროექტის გავლენას.
  3.  განმცხადებელმა ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს პროექტის მიზნები და იოლად გასაზომი ამოცანები.
  4. სამუშაო გეგმა უნდა მოიცავდეს სრულ და ნათელ ინფორმაციას შემდეგზე: სამიზნე ჯგუფ(ებ)ი, მეთოდები, განსახორციელებელი საქმიანობები და ამოცანები, გრაფიკი, ადამიანური რესურსი (პროექტის განმახორციელებელი პირების ფუნქციების აღწერა და მათი კვალიფიკაციის დადასტურება).

თუკი პროექტი სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება, მითითებული უნდა იყოს პარტნიორობის მიზეზი და აუცილებლობა, ამ პარტნიორთან თანამშრომლობის მანამდე არსებული გამოცდილება, როლების და პროექტის ბიუჯეტის შესაბამისი განაწილება.

  1. ევალუაცია: რაოდენობრივი და თვისობრივი ინდიკატორები და წარმატების გაზომვის მეთოდები, სავარაუდო შედეგები, და ადამიანური რესურსი (ვინ აფასებს)
  2. პროექტის ბიუჯეტი ევროში უნდა იყოს დათვლილი და წარმოდგენილი - მაქსიმალური თანხა 20 000 ევრო (ცალკე სვეტში უნდა მიუთითოს განმცხადებელი ორგანიზაციის მიმდინარე წლის ბიუჯეტი)
  3. პროექტის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს 2017 წლის განმავლობაში.

აპლიკანტები კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას 2016 წლის 5 აგვისტომდე (პარასკევი) მიიღებენ.

შეზღუდვები:

ფონდი პრიორიტეტს ანიჭებს თანამშრომლობას ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და ინდივიდებთან, რომლებიც იზიარებენ მწვანე პოლიტიკურ ღირებულებებს.

განმცხადებლები არ უნდა იყვნენ დაკავებულნი რამე სახის კომერციული საქმიანობით.

ფონდი არ უჭერს მხარს და არ უწევს ფინანსურ კონტრიბუციას:

  • მსხვილ შენაძენებს (საკუთრება, ინფრასტრუქტურა, ტექნიკა);
  • სახელმწიფო პროგრამებს და დაწესებულებებს;
  • სხვა დონორების მხარდაჭერით მიმდინარე საქმიანობასა და პროგრამებს.