ქალები საჯარო სივრცეში: როცა პირადი პოლიტიკურ განზომილებას იძენს

როდესაც პირველად დავესწარი „საერთაშორისო გენდერულ ვორქშოფს“ 2014 წელს, ჯერ კიდევ არ მოვიაზრებდი ჩემს თავს ფემინისტად, ვორქშოფის შემდეგ კი ჩემს თავს ფემინისტი ვუწოდე. ამიტომ ვფიქრობ,  უფრო ფართო საზოგადოების დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ვორქშოფი თვალსაწიერს აფართოებს და პიროვნებებს აყალიბებს“. ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საქართველო

მე-5 საერთაშორისო გენდერულ ვორქშოფს „ქალები საჯარო სივრცეში: როცა პირადი პოლიტიკურ განზომილებას იძენს“  ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა 2-4 მარტს უმასპინძლა. ვორქშოფების ციკლი 2012 წელს სწორედ თბილისიდან დაიწყო ბიოლის ფონდის საერთაშორისო ოფისების ერთობლივი ორგანიზებით.  შემდგომი შეხვედრები კიევში, ბერლინსა და ვარშავაში ჩატარდა და მათი ფორმატი საკმაოდ დახურული იყო. ამიტომ, წელს ჩვენ გადავწყვიტეთ ღონისძიება ღია გაგვეხადა დაინტერესებული აუდიტორიისათვის, ამიტომ ვორქშოფი უფრო საჯარო ფორმატით ჩატარდა.

გარდა პანელ-დისკუსიების სესიებისა, სტუმრებს შევთავაზეთ ფემინისტური ტური თბილისში  (2 მარტი, 2016), რომელსაც ფილოსოფოსი და ქალთა ისტორიის მკვლევარი, ლელა გაფრინდაშვილი და ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი უძღვებოდნენ. ტური ითვალისწინებდა 4 ადგილის მონახულებას, რომლებთანაც ქალთა ისტორიებია დაკავშირებული: 

  • მწერალთა სახლი: მე-19 და მე-20 საუკუნის გამორჩეულ ქალ მწერალთა ბიოგრაფიები და მათი ბედი;
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მემორიალი კანცელარიის შენობასთან: მემორიალზე არც ერთი ქალის სახელი არ არის დატანილი მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზოგადოების წამყვან ძალას წარმოადგენდნენ;
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე - "თეთრ დარბაზში" საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების სხდომები ტარდებოდა. დამფუძნებელთა კრების წევრებს შორის 5 ქალი იყო.
  • ცნობილი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის (1901-1975) სახლ-მუზეუმი.

დამატებითი ღონისძიებები ასევე მოიცავდა ვიქტორია ლომასკოს გამოფენას „ფემინისტური მოგზაურობა: დაღესტანი-ყირგიზეტი-ერევანი-თბილისი“, რომელიც გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა (3 მარტი, 2016). გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ვიქტორიას დიდი პროექტის დასაწყისი - მისი მოგზაურობების ციკლი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელის ძირითადი საკვლევი თემებია: გენდერული პრობლემები (ქალთა უფლებები, ლგბტ უფლებები), ურთიერობა ერებს შორის, გავრცელებული ინიციატივებისა და აქტივიზმის განსხვავებული  ფორმები. ქალები სხვადასხვა სოციალური ფენიდან ვიქტორიას გრაფიკული რეპორტაჟების მთავარი გმირები არიან. გარდა ამისა, გამოფენილი იყო „ფემინისტური ტრაფარეტის ვორქშოფის“ მონაწილეების შექმნილი ნამუშევრები, რომელიც ვიქტორიამ ფონდის ოფისში გამოფენამდე ერთი კვირით ადრე ჩაატარა.  

გამოფენის შემდეგ საჯარო დისკუსია „ქალები ხელოვნებაში თუ ქალური ხელოვნება?“ გაიმართა. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ნინო ლეჟავა. მომხსენებლები იყვნენ: ვიქტორია ლომასკო (მხატვარი, რუსეთი), სოფია კილასონია (ხელოვნებათმცოდნე, საქართველო), ლია უკლება (მხატვარი, საქართველო), თეო ხატიაშვილი (ხელოვნებათმცოდნე, საქართველო).  

კიდევ ერთი დამატებითი ღონისძიება, გერმანელი მეცნიერისა და იურისტის, ულრიკე შულცის საჯარო ლექცია „სექსიზმი კანონმდებლობაში - გენდერული სტერეოტიპების გავლენა სამართალწარმოების პროცესზე“ ილიას სახემწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა (4 მარტი, 2016). ლექცია ყურადღებას ამახვილებდა გენდერული სტერეოტიპებსა და მათ სიძლიერეზე, რაც დღემდე ახდენს ზეგავლენას კანონშემოქმედების პროცესზე.

ვორქშოფის ძირითადი პროგრამა მრავალფეროვან საკითხებს მოიცავდა, კერძოდ კი:

პანელი I: სივრცე თანამედროვე ფემინისტური აქტივიზმისთვის. მოდერატორი: ეთუნა ნოღაიდელი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო.

  • რატომ არის აუცილებელი თანამედროვე ფემინიზმისთვის ინტერსექციულობა? - ნათია გვიანიშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორი, საქართველო.
  • ფემინიზმი და რუსული მედია: პირადი გამოცდილება და დაკვირვება - ბელა რაპოპორტი, ფემინისტი ჟურნალისტი, რუსეთი.
  • ვუცქერთ ფილმებს, ვამკვიდრებთ ენას: მინსკში ლგბტქი თემის გაძლიერება - ანდრეი კარპეკა, მისკში ქუიარ ფესტივალის თანაორგანიზატორი.
  • გენდერულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მედიის გზით - ირინა სლავინსკა, ჟურნალისტი, უკრაინა.

პანელი II: ფემინისტური დღის წესრიგის პოლიტიკაში გადატანა. მოდერატორი: გერტ რორბორნი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პოლონეთის ოფისი.

  • ფემინისტური მიზნის პოლიტიზირება: ღირებულებები პოლიტიკური რეალობების პირისპირ - ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, საქართველო.
  • CEDAW  კონვენციის რუსეთზე დაკვირვებები: ისტორია, ანალიზი და მოლოდინები - მარი დავთიანი, ფემინისტი იურისტი, რუსეთი
  • ქურთი ქალები - ფემინიზმი და პოლიტიკა - ჰაჯარ ოზმენი, ქალთა საბჭოს წევრი, სახალხო დემოკრატიული პარტია (HDP), თურქეთი.

პანელი III: ფემინისტური დებატები აკადემიურ სირცეში. მოდერატორი: ირინა კოსტერინა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის რუსეთის ოფისი.

  • სასწავლო გეგმა, როგორც ბრძოლის ველი: გენდერის კვლევა არსებული ცოდნის იერარქიებში - თამარ ცხადაძე, ფილოსოფორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველო.
  • გენდერის კვლევა პოლონეთში: ორი ათწლეულის ბალანსი - აგნეშკა მროზიკი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი, პოლონეთი.
  • ბოლო დროს აღმოცენებული დებატები: გენდერის კვლევის დამატებითი ღირებულება წარსულის გამოცდილების ფონზე - ნვარდ მანასიანი, განათლების ექსპერტი, სომხეთი.

პანელი IV: გენდერული თანასწორობა კანონმდებლობაში: გამოცდილება და გამოწვევები. მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი, საქართველო.

  • ქალებისა და მამაკაცების თანასწორი უფლებები გერმანიაში: როგორ მოხდა კონსტიტუციური პრინციპის რეალობაში გადმოტანა - მთავარი მომხსენებელი ულრიკე შულცი, იურისტი, უფროსი მეცნიერი ჰაგენის დისტანციური სწავლების უნივერსიტეტში, გერმანია.
  • ცვლილებები კანონმდებლობაში გენდერულად მგრძნობიარე სამართლიანობისათვის - ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საქართველო.
  • გენდერული საკითხების კონსტიტუციაში ინტეგრირებული ევროპული ჩარჩო - მონიკა პლატეკი, სამართლის პროფესორი და კრიმინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კრიმინალური კანონის ინსტიტუტი, პოლონეთი.

პანელი V: ქალთა ჯგუფების მობილიზაცია: გამოწვევები და რეგრესი. მოდერატორი: ანა დოვგოპოლი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის უკრაინის ოფისი.

  • რა მოხდა 2014 წლის 25 ნოემბერს? - ბაია პატარაია, „ქალთა მოძრაობის“ ჯგუფის წევრი, საქართველო.
  • სივრცის გაზიარება და კოლექტიური დასვენება როგორც მობილიზაციის მეთოდი - ანა ხვილი, მკვლევარი და აქტივისტი, უკრაინა.
  • ქალი არქიტექტორები და გენდერული მეინსტრიმინგი ურბანულ დაგეგმარებაში - მილოტა სიდოროვა, ურბანული დიზაინერი, ჩეხეთი.
  • ქალთა მობილიზაცია თურქეთში საკუთარი დრის წესრიგის შესაქმნელად: ბრძოლის და კამპანიების ძირითადი საკითხები - ირემ ილმაზი, სტამბულის ფემინისტური კოლექტივი, თურქეთი.

„უღრმესი მადლობა ასეთი შთამაგონებელი ვორქშოფის ორგანიზებისთვის. ხოლო მეორეს მხრივ, გვაინტერესებს: ჩვენ რა შეგვიძლია თქვენთვის გავაკეთოთ?“ - იკითხა მილოტა სიდოროვამ შეფასებების რაუნდის დროს. ცხადია, მონაწილეების წვლილი ვორქშოფის მიმდინარეობისას ფასდაუდებელი იყო, მაგრამ კითხვის პასუხად, მათ კიდევ ერთხელ ვთხოვეთ პრეზენტაციების ბაზაზე სტატიების დაწერა, რომელთა გამოცემა პუბლიკაციის სახით 2016 წლის განმავლობაში იგეგმება.