2017 წლის საპროექტო განაცხადების კონკურსის პირველი შედეგები

2017 წლის საპროექტო განაცხადების კონკურსის პირველი შედეგები

Creator: Heinrich Boell Foundation. Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მოხარულია გაცნობოთ, რომ 2017 წელს პარტნიორობისთვის გამოცხადებული საპროექტო განაცხადების კონკურსში აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან 188 აპლიკაცია შემოვიდა.

Creator: Heinrich Boell Foundation South Caucasus. Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

თემების მიხედვით შემოსული საპროექტო განაცხადები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • გენდერული დემოკრატია – 56
  • სამოქალაქო მონაწილეობა მდგრადი ურბანული განვითარებისთვის, კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებისა და მდგრადი ენერგო სისტემებისთვის – 55
  • მეხსიერების პოლიტიკა და საბჭოთა წარსულის გააზრება – 42
  • დიალოგის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და განვითარებისათვის – 35

Creator: Heinrich Boell Foundation South Caucasus. Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

პირველადი შერჩევის შედეგად დაწუნებული თუ მოკლე სიაში მოხვედრილი საპროექტო განაცხადების ავტორები კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას 2016 წლის 5 აგვისტომდე მიიღებენ, რის შემდეგ პირველადი შერჩევის შედეგად მოკლე სიაში მოხვედრილი საპროექტო განაცხადების ავტორებთან, მათი წინადადებების შემდგომი გაუმჯობესებისა და დაზუსტებისთვის, ფონდი განაგრძობს კომუნიკაციას.

აქვე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მადლიერებას გამოხატავს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართ, რომლებიც ენთუზიაზმით და ღრმა ინტერესით მიუდგნენ 2017 წელს პარტნიორობისთვის გამოცხადებული საპროექტო განაცხადების კონკურსს.

Related Content

ახალი კომენტარის დამატება