13 ივნისის გაკვეთილები

13 ივნისის გაკვეთილები

Creator: Heinrich Boell Foundation South Caucasus. Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

2016 წლის 16 ივნისს, ჰაინრიჰ ბოილის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ ჩაატარა საჯარო დისკუსია თემაზე "13 ივნისის გაკვეთილები".

ძირითადი მომხსენებლები:

  • თეიმურაზ მურღულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
  • გიორგი გოცირიძე, საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ დირექტორი;
  • ერეკლე ურუშაძე, პროგრამის მენეჯერი, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო;
  • ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი.

მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი.

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიამ ნათელი გახადა ის შეცდომები და ნაკლოვანებები, რაც კრიზისების მართვის, გარემოს დაცვის, ურბანული დაგეგმარების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის და განხორციელების პოლიტიკას უკავშირდება. მართალია სტიქიის მიზეზების სიღრმისეული შესწავლა არ მომხდარა, მოვისმინეთ არაერთი სპეციალისტის რეკომენდაცია, რომელიც ურბანულ სარეკრეაციო ზონებში განაშენიანების მაქსიმალური შეზღუდვას, ქალაქგანვითარების და სატრანსპორტო გეგმების ბუნებრივი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით შედგენას, კატასტროფების პრევენციისა და ადრეული შეტყობინებების სისტემის დანერგვას, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესებზე მუდმივ დაკვირვებას ითვალისწინებდა. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია, მოხდა თუ არა გადაწყვეტილების მიმღებების მიერ ამ რეკომენდაციების სრულად ან ნაწილობრივ გათვალისწინება და რა რეალური ნაბიჯები იდგმევა სისტემური ხასიათის ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ერთი წლის თავზე,  ბუნებრივ ლანდშაფტებში უხეში ჩარევის, სარეკრიაციო ზონებში მასიური მშენებლობების და ბუნებრივ, კულტურულ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების სრულყოფილად შესწავლის გარეშე დაწყებული პროექტების, კვლავაც  არაერთი შემთხვევა გვაქვს. ასევე, ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილების პროცესიდან სრულიად გამოთიშულია დაინტერესებული საზოგადოება. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ აღნიშნული საკითხების გარშემო სულ უფრო მეტი კითხვები ჩდება და საჭიროებს პოლიტიკის შესაბამის რეაგირებას.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება