გორის ლექციები: „უცნობი“ საბჭოთა წარსული (2017)

გორის ლექციები: „უცნობი“ საბჭოთა წარსული (2017)

Creator: Cooperation for Peace and Progress. All rights reserved.

არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს ლექციები გორში: "უცნობი" საბჭოთა წარსული. ამ პროექტის უმთავრესი ამოცანებია: ახალგაზრდებს შორის საბჭოთა წარსულის შესახებ ცნობიერება აამაღლოს; შექმნას სადისკუსიო სივრცე საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე; ხელი შეუწყოს ტოტალიტარული იდეებისა და სიმბოლოების კრიტიკულ გააზრებას.

პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მოიცავდა ლექცია-სემინარებს, ფილმების ჩვენებას, დისკუსიებს, SOVLAB-ის წითელი ტერორის ტურს თბილისში და ოკუპაციის მუზეუმში ვიზიტს. პროექტის 2 კვირა მიეძღვნება ქალების საკითხებს - განიხილა ქალების როლი და ქალების მიმართ დამოკიდებულება საბჭოთა კავშირში.

ლექცია-სემინარების ციკლის ფარგლებში შემდეგი სალექციო თემები იქნება შეთავაზებული:

  • სემინარი 1.1 - საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია
  • ლექცია 1.2 - საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია /ლაშა ბაქრაძე/
  • ლექცია 2 - საბჭოთა ტერორი საქართველოში /დავით ჯიშკარიანი/
  • სემინარი 3.1 - ნაციონალიზმის თეორია და საბჭოთა ნაციონალისტური პოლიტიკა საქართველოში
  • ლექცია 3.2 - ნაციონალიზმის თეორია და საბჭოთა ნაციონალისტური პოლიტიკა საქართველოში /გიორგი მაისურაძე/
  • ლექცია 4 - მეორე მსოფლიო ომი და საქართველო /მალხაზ სალდაძე/
  • ლექცია 5 - გენდერი და შრომა საბჭოთა კავშირში /სალომე ცოფურაშვილი/
  • სემინარი 6.1- საბჭოთა ეკონომიკური პოლიტიკა
  • ლექცია 6.2 - საბჭოთა ეკონომიკური პოლიტიკა /მალხაზ სალდაძე/
  • ლექცია 7 - იუმორი საბჭოთა კავშირში /გიორგი ჯანელიძე/
  • სემინარი 8.1 - მეხსიერების პოლიტიკა საბჭოთა საქართველოში
  • ლექცია 8.2 - მეხსიერების პოლიტიკა საბჭოთა საქართველოში /ნინო ჩიქოვანი/
  • ლექცია 9 - ჭორი როგორც საბჭოთა მემკვიდრეობა /ნინო ჩიქოვანი/
  • ლექცია 10 - ფეხბურთი და საბჭოთა საქართველო /დათო ტურაშვილი/
  • ლექცია 11 - პოსტსაბჭოთა საზოგადოება /ემზარ ჯგერენაია/
  • ფილმის ჩვენება
  • შემაჯამებელი სემინარი

პროექტის მე-2 ფაზაში, მონაწილეებმა მომზადეს და ჩაატარეს პრეზენტაციები გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივესიტეტში და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

Related Content

  • გორის ლექციები: „უცნობი“ საბჭოთა წარსული (2016)

    (დასრულებული პროექტი) თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით აგრძელებს პროექტის ლექციები გორში: "უცნობი" საბჭოთა წარსული განხორციელებას.

  • გორის ლექციები: “უცნობი” საბჭოთა წარსული (2015)

    (დასრულებული პროექტი) არასამთავრობო ორგანიზაციამ თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი "გორის ლექციები: "უცნობი" საბჭოთა წარსული".

  • „უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან (2015)

    ინიციატივით „უცნობი“ისტორიები საბჭოთა გორიდან თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის, თავის ახალგაზრდა გორელ პარტნიორებს ზეპირი ისტორიების მეთოდოლოგიის შესწავლა და საბჭოთა გორის მეხსიერების მოკრებვა შესთავაზა.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება