Green Fest - მწვანე პოლიტიკური ფესტივალი (2016-2017)

Green Fest - მწვანე პოლიტიკური ფესტივალი (2016-2017)

2016 წლიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიერ ორგანიზებული პროექტის - მწვანე პოლიტიკური ფესტივალის მხარდამჭერია. ფესტივალის მიზანს ახალგაზრდებში მწვანე ფასეულობების გავრცელება, ქვეყნის აქტუალური თემების განხილვა, არსებული ინიციატივების საჯარო პრეზენტაცია და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად ახალგაზრდების გააქტიურება წარმოადგენს.

პროექტი შემდეგი ამოცანების მიღწევას ისახავს მიზნად:  

  1. ახალგაზრდებში მწვანე თემებისადმი (სოციალური და ეკოლოგიური სამართლიანობა, გენდერი, მდგრადი განვითარება, დემოკრატია.) ცოდნის ამაღლება;
  1. პირდაპირი დემოკრატიის პრინციპების გავრცელების საფუძველზე სიტყვა "პოლიტიკის" გადააზრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის წახალისება;
  1.  თანამედროვე კულტურულ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართვა;
  1. მოწვეული პოლიტიკოსების საშუალებით, გადაწყვეტილების მიმღებ
    პირებამდე ახალგაზრდების პრობლემების მიტანა.

ორდღიანმა ფესტივალმა თავი მოუყარა თემატურ და პანელურ დისკუსიებს ეკოლოგიური და სოციალური სამართლიანობის, განათლების პოლიტიკის, გენდერული დემოკრატიის და სამოქალაქო აქტვივიზმის შესახებ. ჩატარდა რამდენიმე ვორქშოპი, წიგნის პრეზენტაცია და კულტურული ღონისძიება. თემატური დისკუსიები შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა გენდერეი და ფემინიზმი, ეკოლოგია, ვეგანობა, ბულინგი და ა.შ.

*******

რიგით მეორე მწვანე ფესტივალი 2016 წლის სექტემბერში რუსთავის პარკში გაიმართა. ფესტივალმა მწვანე პოლიტიკის შესახებ რამოდენიმე ლექციას, არაფორმალურ დისკუსიას, ვორკშოპს და გასართობ აქტივობას უმასპინძლა.  ღონისძიებამ კარგად გამოიკვეთა   საკითხები, რაც ახალგაზრდებს აწუხებთ და საჯარო დისკუსიის საგნად აქცია ის პოლიტიკური და სოციალური თემები, რასაც მეინსტრიმ პოლიტიკოსები და მედია საშუალებები ხშირად გვერდს უვლიან ხოლმე.

ღონისძიების დღის წესრიგი.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება