პირადი პოლიტიკურია: ფემინისტური დღის წესრიგის განსხვავებული პერსპექტივები

პირადი პოლიტიკურია: ფემინისტური დღის წესრიგის განსხვავებული პერსპექტივები

Creator: Heinrich Boell Foundation South Caucasus. Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

2017 წლის 21 თებერვალს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა წიგნების "ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია" და "ანტიგენდერული მოზრაობის აღმასვლა" პრეზენტაციასა და დისკუსიას

პირადი პოლიტიკურია: ფემინისტური დღის წესრიგის განსხვავებული პერსპექტივები

ძირითადი მომხსენებლები:

  • თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ზარა ჰარუტუნიანი, ფემინისტი აქტივისტი, სოციალურ-კულტურული პლატფორმა "კომუნა"

‘პირადი პოლიტიკურია’ - ფრაზა, რომელიც 1960-იანი წლების მიწურულიდან ფემინისტური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა, ხაზს უსვამს იმ კავშირს, რაც პირად გამოცდილებასა და ფართო სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურებს შორის არსებობს. ფემინისტები ამ კავშირის ხასიათს სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებენ და განსხვავებულად ხედავენ სასურველ პოლიტიკურ ქმედებებსაც, რომელიც მასზე დაფუძნებით უნდა დაისახოს.

დღეს, რადიკალურ მემარცხენე მოძრაობებში პოპულარულია ლიბერალური ღირებულებების იმგვარი კრიტიკა, რომელიც ლიბერალიზმს ნეოლიბერალიზმის გაძლიერებასა და სოციალური უთანასწორობის პრობლემის მარგინალიზირებაში ადანაშაულებს. ასეთი კრიტიკა, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ფემინისტური დღის წესრიგის განვითარებისთვის, მეორეს მხრივ შეიძლება წყალს ასხამდეს კონსერვატიული, ანტიგენდერული მოძრაობების წისქვილზე.

თავის მოხსენებაში თამარ ცხადაძე შეეხო საკითხებს:

  • რა არის ის ლიბერალური ღირებულებები, რომლებიც ცენტრალურია ფემინისტური მოძრაობისათვის?
  • რა ალტერნატიული ჩარჩოები არსებობს ანტიგენდერული მოძრაობების გააზრებისთვის და რა არის ამ ჩარჩოების იმპლიკაციები ფემინისტური მოძრაობისთვის?

ზარა ჰარუტუნიანი შეეცადა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებინა ლიბერალური დღის წესრიგი და მასში თანასწორობის იდეის ცენტრალურობა. მან ყურადღება გაამახვილა შემდეგ კითხვებზე:

  • რა არგუმენტებია ლიბერალური ფემინიზმის, იდენტობის პოლიტიკისა და მასთან ასოცირებულ სტრატეგიების კრიტიკისთვის?
  • როგორია ალტერნატიული დღის წესრიგი რადიკალური პერსპექტივიდან?

 

ღონისძიების ვიდეოჩანაწერი

ნაწილი 1

ნაწილი 2

ნაწილი 3

ფოტოგალერეა

 

ახალი კომენტარის დამატება