ჰაინრიჰ ბიოლი 100 - ლიტერატურული კონკურსი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო და მწერალთა სახლი დიდი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის საიუბილეოდ აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს 15-25 წლის ახალგაზრდებისთვის.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო და მწერალთა სახლი დიდი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის საიუბილეოდ აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს 15-25 წლის ახალგაზრდებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს და სტუდენტებს.

სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ჰაინრიჰ ბიოლის რომელიმე მცირე მოთხრობის ან ნაწყვეტის (რომანიდან ან ვრცელი მოთხრობიდან) თარგმანი;

ხოლო  მოსწავლეებმა ჰაინრიჰ ბიოლის ნაწარმოებების  მიხედვით შეთავაზებული სამი თხზულებიდან უნდა აირჩიონ და დაწერონ ერთ-ერთი:

  1. ადამიანი ომის ნაკვალევზე –  ჰაინრიჰ ბიოლის რომანების კლოუნის თვალთახედვა და უკაცო სახლი მიხედვით;
  2. ჰაინრიჰ ბიოლი – მწერალი და მოქალაქე;
  3. ჩემი საყვარელი ნაწარმოები ჰაინრიჰ ბიოლის შემოქმედებიდან.

საკონკურსო ესეები და თარგმანები გამოგზავნეთ მისამართზე info@writershouse.ge.  ნაშრომი უნდა იყოს აკრეფილი MS Word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი: Sylfaen, ზომა: 12).

თხზულება არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს, ხოლო თარგმანი - 20 გვერდს.

საკონკურსო ნაშრომები მიიღება 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის 18 საათამდე.

ესეებს და თარგმანებს შეაფასებს ჟიური, რომლის ვინაობა დაჯილდოებამდე კონფიდენციალური იქნება. 

გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცემათ სიგელები და წიგნების საყიდელი ვაუჩერები:

  • ორი პირველი პრემია (თხზულებასა და თარგმანში) – 400-ლარიანი ვაუჩერი;
  • ორი მეორე პრემია (თხზულებასა და თარგმანში) – 200-ლარიანი ვაუჩერი;
  • წამახალისებელი პრემია – 100-ლარიანი ვაუჩერი.

გამარჯვებული მოსწავლეების და სტუდენტების დაჯილდოება გაიმართება მწერალთა სახლში,  21 დეკემბერს, ჰაინრიჰ ბიოლის დაბადების დღეს.  

გამარჯვებული ახალგაზრდების მგზავრობას რეგიონებიდან კონკურსის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ.

დამატებითი  კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ტელეფონზე: 593 39 38 66 (საკონტაქტო პირი ნინო ბექიშვილი).

პროექტის მედიამხარდამჭერია www.mastsavlebeli.ge.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

ჰაინრიჰ ბიოლი 100 - ლიტერატურული კონკურსი - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube