თვითმმართველობის არჩევნები: როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება?

საჯარო დისკუსია

2017 წლის 11 ოქტომბერს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა საჯარო დისკუსიას "თვითმმართველობის არჩევნები: როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება?"

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ:

  • ვაკო ნაცვლიშვილი, ადგილობრივი დემოკრატიის პროგრამის კოორდინატორი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
  • თამარ კორძაია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია
  • ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი
  • თენგიზ შერგელაშვილი, შენების მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი.
    მოდერატორი: თამარ გურჩიანი, იურისტი

2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმართველობის არჩევნებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ არჩევნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევა მოსახლეობის შემცირებული ინტერესი არჩევნებში მონაწილების მიმართ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპოდენტების 43% სავარაუდოდ არ აპირებს არჩვენებში მონაწილეობას. პრობლემურია ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლების მაღალი რაოდენობა (62%), რაც გარკვეულწილად შესაძლებლობადაც შეგვიძლია განვიხილოთ პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან მათ ეძლევათ საშუალება, დაარწმუნონ მერყევი ამომრჩევლები თავიანთი საარჩევნო პროგრამის უპირატესობაში.

დისკუსიაზე მომხსენებლებმა შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს:

  • ადგილობრივი დემოკრატიის ქართული გამოცდილება: როგორია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ძირითადი მახასიათებლები და დინამიკა? რამდენად იცვლებოდა თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკა დროთა განმავლობაში?
  • რა გავლენა იქონია ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმამ 2017 წლის არჩევნებზე?
  • რა არის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური პარტიებისთვის/დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის ოქტომბრის არჩვენებზე?
  • რას ელიან მოქალაქეები?

 

  • თენგიზ შერგელაშვილი >

 

თენგიზ შერგელაშვილი. როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube
  • ალექსანდრე ელისაშვილი >

 

ალექსანდრე ელისაშვილი. როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube
  • თამარ  კორძაია >

 

თამარ კორძაია. როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube
  • ვაკო ნაცვლიშვილი >

 

ვაკო ნაცვლიშვილი. როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება? - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube