ქართულ-სომხური მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების აუცილებობა

ქართულ-სომხურ ურთიერთობებს საუკუნეების ისტორია აქვს.  როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე უფრო ფართო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სომხები და ქართველები იმ იშვიათ ხალხად ითვლებიან, რომლებსაც საერთო ისტორია აერთიანებთ.  სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს სიტუაცია განაპირობა პოლიტიკურმა, კულტურულმა და სოციალურმა დინამიკამ და გამოწვევებმა.  ორი ერის კოლექტიური მეხსიერება ასახულია არა მხოლო ქართულ და სომხურ ისტორიოგრაფიაში, არამედ ასევე ბერძნულ, სპარსულ, არაბულ, ოდნავ მოგვიანებით კი თურქულ, რუსულენოვან და სხვა ისტორიულ წყაროებში. უძველესი, შუასაუკუნეების და უახლესი ისტორიის სხვადასხვა ეტაპების შესწავლა მეცნიერებს მივანდოთ, ხოლო წარმოდგენილი ტექსტი შეეცდება გაანალიზოს დინამიკა, აწმყო და სავარაუდო სამომავლო განვითარება ქართულ-სომხური ორმხრივი ურთიერთობების გასული საუკუნის მეოთხედში, განსაკუთრებით კი საბჭოთა პერიოდში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის მოძრაობებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სისხლიანი მიმართულება შეიძინა. მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეთნო-ტერიტორიულმა  კონფლიქტებმა საგრძნობი გავლენა იქონია და დღემდე აქვს ამ რეგიონის ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და დემოგრაფიულ სტრუქტურაზე, დემოკრატიის დონეზე, ტრანსნაციონალური ინტეგრაციის პრიორიტეტებზე, ასევე მოსახლეობის აზროვნებასა და პერსპექტივებზე. ამ ჯერჯერობით მოუგვარებელ კონფლიქტებს დიდი გავლენა აქვთ  უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე სამხრეთ კავკასიაში, სადაც თავიანთ აშკარა ინტერესს იჩენენ როგორც ბენიფიციარი, ასევე სხვა ქვეყნები, როგორებიცაა: ირანი, თურქეთი, რუსეთი, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთხსენებულ  სახელმწიფოებს და მთავრობათაშორის დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდათ და კვლავ აქვთ გავლენა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობებზე, ამ ორმა ქვეყანამ მოახერხა პარტნიორობის არა მხოლოდ შენარჩუნება და განვითარება, არამედ ერთმანეთის დახმარებაც. ეს განცხადება განსაკუთრებით რელევანტურია ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებთან მიმართებით. მაშინ როცა მაგალითად  საქართველოს არ ჰქონდა  დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან , ზოგი ქართული პროდუქციის ექსპროტი რუსეთში სომხეთის გავლით ხდებოდა. ამასთანავე, სომხეთს აქვს საშუალება ისარგებლოს  საქართველოს ევროპასთან ასოცირებული  ხელშეკრულებით.  როგორც ცნობილია, 2013 წლის 3 სექტემბრამდე სომხეთს, ისევე როგორც საქართველოს, მოლდოვეთსა და უკრაინას ჰქონდა გამართული მოლაპარაკებები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ. ხელშეკრულებაც კი იყო მზად, თუმცა  სომხეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, რაც ახსნეს ქვეყნის  ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევებით.  

თავის მხრივ, საქართველომ განაგრძო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პრიორიტეტის შესრულება, რაც  ჯერ კიდევ 90-იანებში გაცხადდა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველო ყოველთვის იყო და რჩება წამყვან სახელმწიფოდ ევროპულ ინსტიტუციებში ინტეგრაციის კუთხით. 2017 წლის მარტიდან, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ვიზის გარეშე იმოგზაურონ შენგენის ზონაში.  ამასთანავე,  რუსეთში გასამგზავრებლად,  საქართველოს მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ, რომლის მიღება შვეიცარიის საელჩოშია შესაძლებელი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის საელჩო არ არის საქართველოში.  ამ სიტუაციის გადავადება უდავოდ გააღრმავებს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თბილისიდან და ქუთაისიდან საკმაოდ იაფი ავიაბილეთები არსებობს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქების მიმართულებით, ასევე მუდმივად იზრდება ევროკავშირის ინვესტიცია საქართველოში და ხდება კანონმდებლობის და ინდუსტრიული პროდუქტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

თავის მხრივ, სომხეთი, რომელიც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა, სხვა საბაჟო და ეკონომიკური პოლიტიკის სივრცეში მოხვდა.  საიდუმლო არ არის, რომ ამ კავშირში რუსეთს  დომინანტური როლი აქვს და მიზნად არ ისახავს  წევრ ქვეყნებში საკანონმდებლო რეფორმებს, აღნიშნულ სივრცეში პროდუქციის სტანდარტი გაცილებით დაბალია, მართლმსაჯულების გაძლიერება და დემოკრატიული ინსტიტუტები პრიორიტეტებს არ წამოადგენს.  ამ თვალსაზრისით, ევროკავშირთან ხელმოსაწერი შეთანხმება  მთელ რიგ სფეროებში რეფორმების ჩატარების კუთხით მნიშვნელოვანია. რეალურად, ეს არის 2013 წლამდე განხილული დოკუმენტის პოლიტიკური ნაწილის ოდნავ შეცვლილი ვერსია. ევროკავშირთან შეთანხმების დადებით, სომხეთმა შესაძლოა  ისარგებლოს საქართველოს გამოცდილებით, რომელმაც უნდა დაიწყოს შეთანხმებით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შესრულება უახლოეს მომავალში.  ამ თვალსაზრისით, სომხეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი მიმართულება შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომელშიც  ჩართულები იქნებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: საჯარო ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი და ა.შ მრავალმხრივ დონეზე.

მრავალმხრივი დიპლომატია არის პრაქტიკული მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენება ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე. მისი მიზანია მიიღოს მაქსიმალური შედეგი ყველა იმ ბენეფიციარი ჯგუფის  ჩართვით, ვინც დაინტერესებულია პრობლემების გადაწყვეტასა და ურთიერთობების გამყარების პროცესში. აღნიშნული მეთოდოლოგია იქნა გამოყენებული  მსოფლიოს რიგი კონფლიქტების მოგვარებისთვის მთავრობათაშორის, ტრანსნაციონალურ, კორპორატიულ და სხვა დონეებზე. ე.წ  ორმაგი ან ორმხრივი დიპლომატია ცნობილია პოლიტიკის, კონფლიქტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიონალებისთვის. ამ შემთხვევაში  პირველ მიმართულებას წარმოადგენს მთავრობა, ხოლო მეორე მიმართულებას სამოქალაქო საზოგადოება ფართო გაგებით (ექსპერტები, ჟურნალისტები, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და ა.შ).

თუკი პირველი მიმართულება ვერ მოაგვარებს კონფლიქტებს ოფიციალური დიპლომატიის და მთავრობების მეშვეობით, სამუშაო გადაეცემა მეორე მიმართულებას, რომელიც ერთი მხრივ, უფრო თავისუფალია განიხილოს კომპლექსური ან ტაბუდადებული თემები, ხოლო მეორეს მხრივ მას უფრო ნაკლები პასუხისმეგბლობა აკისრია შესაძლო მარცხის შემთხვევაში რადგან გადაწვეტილების მიღების ძალაუფლება არ გააჩნია და მისი აქტივობების შედეგი მხოლოდ კონსულტაციის გაწევით შემოიფარგლება. გარდა ზემოთ აღნიშნული მიმართულებებისა, არსებობს კიდევ მიმართულება 1.5, რომელშიც პრობლემის გადაწყვეტაში ჩართული ექსპერტები არაინ მთავრობის ყოფილი წარმომადგენლები ან კვლევის, საგანმანათლებლო ან საექსპერტო ორგანიზაციის წარმომადგენელბი რომლებიც ასოცირებულები არიან სამთავრობო უწყებასთან და ამ სტატუსით ღებულობენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში. სომხეთ-თურქეთის შერიგების კომისია (TARC) 2001 წელს შეიქმნა როგორც 1.5 მიმართულების მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთ-თურქეთის შერიგების კომისიას დიდი ხანი არ უმუშავია, მან შექმნა მთელი რიგი შესაძლებლობები სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების დარეგულირების კუთხით. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ 2010 წელს ხელმოწერილი, თუმცაღა დღემდე განუხორციელებელი სომხეთ-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ დოკუმენტები, არ იარსებებდა ზემოთხსენებული კომისიის 10 წლის წინა მუშაობის გარეშე.  

დავუბრუნდეთ სომხურ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივას. ჩემი აზრით, ზემოხსენებული ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის მოდელი არ არის სამკარისი ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად თუკი გავითვალისწინებთ იმ უამრავ გამოწვევას, რაც არსებობს ამ ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავლმხრივი ურთიერთობების კუთხით. აშკარაა, რომ საქართველოს დაპირისპირება რუსეთთან, რომელიც  სომხეთის მთავარ მოკავშირედ მიიჩნევა, ასევე მისი ამბიცია გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთთან და აზერბაიჯანთან შესაძლოა იწვევდეს გარკვეულ გართულებას საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში. უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემების გადაწყვეტის გზების მონახვა აქამდე თითქმის ყველა მიმართულებით იქნა მიღწეული თუკი არ ჩავთვლით ზემოთ აღნიშნული ქვეყნების სურვილის არქონას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში დაუმალავ ქმდებებს შექმნან გარკვეული დაძაბულობა საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში. მიუხედავად ამისა, მხარეებმა მოახერხეს შეენარჩუნებინათ მაღალი დონის ურთიერთობები ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროებში, რაც გათვალისწინებულია საქართველო-სომხეთის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით და სხვა ორმხრივი ხელშეკრულებებით სხვა სფეროებში, როგორებიცაა განათლება, კულტურა და სამხედრო სფერო. მაგალითად, 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთი იყო მონაწილეების რაოდენობის მხრივ მესამე ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოში ჩატარებულ „ღირსეულ პარტნიორის“ მრავალეროვან სამხედრო ტრენინგებში. მეტიც, საქართველოს თავდაცვის მაღალჩინოსნები პერიოდულად ხაზს უსვამენ იმას, რომ მათ სომეხ კოლეგებს აქვთ მეტი შესაძლებლობა გაიარონ ტრენინგები ნატოს სატრენინგო ცენტრში, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში.

სომხურ-ქართულ ურთიერთობებში დადებითი ნიშნები შესამჩნევია ისეთი რთული თემების ირგვლივ, როგორებიცაა რელიგიური და  კულტურული მემკვიდრეობა და განათლება. შექმნილია მთავრობათაშორისი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია ორივე ქვეყნის კულტურის სამინისტროების წარმომადგნელი ექსპერტების მიერ რათა რესტავრაცია ჩაუტარდეს სავარაუდოდ ქართულ ან ქალკედონიკურ რელიურ ძეგლებს რომლებიც არის სომხეთის ტერიტორიაზე. ამავდროულად, 2015 წელს, საქართველოს რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მიმართა სომხურ-ქართულ  ეპარქიას და მიიღო იმ ეკლესიათა სია, რომლებიც სომხურ ეკლესიებადაა მიჩნეული, თუმცა ეს თემა ჯერჯერობით წინ არ წასულა. ასევე იმედის მომცემია ისიც, რომ საქართველოს სომხური სკოლების დაწყებით კლასები იღებენ სომხეთიდან ჩამოტანილ  სახელმძღვანელოებს, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა.

ქართულ-სომხური ურთიერთობების დღის წესრიგი კომპაქტური და მრავალმხრივია.  როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს შეუძლია სომხეთისთვის  მოდელად იქცეს ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთობების კუთხით.  გარე სამყაროსთან კონტაქტის თვალსაზრისით, სომხეთისთვის ჩრდილო მეზობელი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა: სომხეთის ექსპორტისა და იმპორტის დიდი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება, სომხეთის მოქალაქეების  წლიური ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირებულია საქართველოში,  დაახლოებით 250 000 სომეხი სხვადასხვა პრობლემებით ცხოვრობდა და კვლავ ცხოვრობს საქართველოში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზეა 100-ზე მეტი სომხური სკოლა, თეატრი, 50-ზე მეტი ეკლესიაა და ა.შ  საქართველოს სახელმწიფო რეესტრის თანახმად, საქართველოში სომხეთის 12 000-ზე მეტ  მოქალაქეს აქვს კერძო კომპანია ან არის ინდივიდუალური მეწარმე.

ზემოთ მოყვანილ თითოეულ ასპექტზე ყოველდღიური მუშაობაა საჭირო, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ და გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები რაც შეიძლება შეუფერხებლივ მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებების ინსტიტუციონალურ სტრუქტურებში,  ორმხრივ და მრავლმხრივ ფორმატებში. რაც შეეხება კონფლიქტების გადაჭრას ან ტრანსფორმაციას, არსებობს მთელი რიგი ფორმატები, სადაც ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა მიიღეს დადებითი ორმხრივი სამუშაო გამოცდილება. თანამშრომლობა ადრეც იყო და ამჟამადაც არსებობს მრავალმხრივ ფორმატებშიც. გაზრდილი კავშირების კარგი მაგლითია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.  სიტუაცია განსხვავებულია მედია სივრცეში. მაშინ როცა 10-ზე მეტი სომხურ ენოვანი მედია გამოცემა ფუნქციონირებს საქართველოში და ქვეყანაში მიმდინარე ყოველდღიურ მოვლენებს აშუქებს, ქართულ ენოვანი შინაარსის მასალა ნაკლებია სომხეთში, რაც ზღუდავს ქართულ ენაზე მოსაუბრე მომხმარებელს მიიღოს ინფორმაცია სომხეთში განვითარებულ მოვლენებზე.

მხოლოდ მრავალმხრივი პროფესიული ჩართულობის პირობებში იქნება შესაძლებელი სწორად გაანალიზდეს არსებული რეალობა და პროცესები, შეჯერდეს ქვეყნების ინტერესი და შესაძლებლობები, ჩამოყალიბდეს პარტნიორობის და განვითარების საერთო ხედვა და თავიდან იქნეს აცილებული სავარაუდო კონფლიქტები. ქართველებმა და სომხებმა გაუძლეს სხვადასხვა ისტორიულ სიძნელეებს, ხშირად იზიარებდნენ ერთნაირ ბედს, და როგორც ცნობილია, ისტორია ხშირად მეორდება, სწორედ ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თვალი გავუსწოროთ  ჩვენი ქვეყნების და ხალხის გამოწვევებს.