ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს კონკურსს კომუნიკაციისა და ვებ მენეჯერის თანამდებობაზე

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს კონკურსს კომუნიკაციისა და ვებ მენეჯერის თანამდებობაზე

ჩვენს შესახებ:

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გერმანიის მწვანეთა პარტიასთან ასოცირებული, იურიდიულად დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდია.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო 2003 წელს გაიხსნა თბილისში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

დამატებითი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ: www.ge.boell.org, www.boell.de.

Creator: Heinrich Boell Foundation South Caucasus. Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

ვაკანსიის შესახებ:

სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში კომუნიკაციისა და ვებ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მსურველი გაცნობიერებული უნდა იყოს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებში; ის აგრეთვე დაინტერესებული და ინფორმირებული უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში განვითარებული მოვლენებით.

კანდიდატი უნდა ავლენდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მისიისა და ღირებულებებისადმი ერთგულებას და რეგიონულ ბიუროში ხანგრძლივად მუშაობის ძლიერ მოტივაციას.

სამუშაოს აღწერილობა:

კომუნიკაციისა და ვებ მენეჯერი პასუხისმგებელია ფონდის საქმიანობისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე და ფონდის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე.

კომუნიკაციისა და ვებ მენეჯერი:

  • უზრუნველყოფს ფონდის  პროგრამებისა და საქმიანობის გაშუქებას;
  • უზრუნველყოფს პარტნიორი ორგანიზაციების გაშუქების მხარდაჭერას და ზედამხედველობას ერთობლივი პროექტების შემთხვევაში;
  • ამყარებს და ავითარებს კონტაქტებს, კავშირებსა და თანამშრომლობას საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მედია ორგანიზაციებთან;
  • ფონდის მიზნების განსახორციელებლად აკვირდება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და სამეზობლოს  პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს და კონსულტაციას უწევს კოლეგებს;
  • ეხმარება პროგრამის კოორდინატორებსა და ოფის-მენეჯერს პოლიტიკური განათლების დიგიტალური ინსტრუმენტებისა და მასალების შემუშავებაში;
  • პასუხისმგებელია ტექსტებისა და საკომუნიკაციო მასალების სარედაქციო დამუშავებაზე;
  • უზრუნველყოფს ინტერნეტ პუბლიკაციების თანმიმდევრულ აქტუალიზებას ქართულ და ინგლისურ ენებზე ტექსტური, ფოტო, აუდიო და ვიდეომასალებით;
  • მართავს ფონდის სოციალური მედიის არხებს (Facebook, Twitter, YouTube);
  • რეგულარულად ამზადებს სტატისტიკურ ანალიზს;
  • აწარმოებს ვებ-საიტის ხარისხის კონტროლს.

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლების დიპლომი სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში;
  • ონლაინ ჟურნალისტიკის 3-წლიანი სარედაქციო გამოცდილება;
  • გამოცდილება კომუნიკაციის სფეროში;
  • ქართული და ინგლისური ენების ძალიან კარგად ფლობა; გერმანული ენის ცოდნა სასურველია.
  • გამართული და ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის უნარი ზემოთ მოთხოვნილ ორ (სავალდებულო) ენაზე;
  • IT-ცოდნა (html, სარედაქციო სისტემები, გავრცელებული საოფისე, გრაფიკული და აუდიო-ვიზუალური პროგრამები);
  • კომუნიკაბელობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი. სამუშაოს დაწყების თარიღი: 2018 წლის 15 მაისი.

აპლიკაციის პროცესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ (1) თქვენი სამოტივაციო წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენებზე), (2) CV, (3) პორტფოლიო და (4) სარეკომენდაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ge.boell.org  და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "კომუნიკაციისა და ვებ მენეჯერი". 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2018 წლის 30 მარტი (18:00 სთ).

დაგვიანებული და არასრული აპლიკაციები არ განიხილება. ფონდი აპრილის განმავლობაში დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს წერილობითი ტესტის და გასაუბრების გასავლელად.

წარმატებას გისურვებთ!

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება