კონკურსი სალექციო კურსში „ომი და მშვიდობა“ მონაწილეობის მისაღებად

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს კონკურსს სალექციო კურსში „ომი და მშვიდობა“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაგრძელდება 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით.

სალექციო კურსის მიზანია, ახალგაზრდებს მიაწოდოს ცოდნა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების შესახებ და შესაძლებლობა მისცეს მათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები ომისა და მშვიდობის სხვადასხვა საკითხზე.

სალექციო კურსის ფარგლებში კონფლიქტების ტრანსფორმაციის  კუთხით მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო მეცნიერები და ექსპერტები  წაიკითხავენ მოხსენებებს სამშვიდობო პოლიტიკის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ისტორიის,  რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკისა და ომისა და მშვიდობის გაშუქებისა და დოკუმენტაციის შესახებ. მოწვეულ მომხსენებლებს შორის იქნებიან ანა ძიაფშ-იპა, დავით კაკაბაძე, თომას დე ვაალი, ნათია ჭანკვეტაძე, პაატა ზაქარეიშვილი, ფლორიან მიულფრედი და სხვები. თითოეული ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომლისთვისაც მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნებათ შესაბამისი საკითხავი მასალა. კურსის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია პრაქტიკული უორკშოპები და ფილმების განხილვა.

კურსი გაგრძელდება 1 ნოემბრიდან 24 იანვრის ჩათვლით. სულ ჩატარდება 12 მეცადინეობა.  კურსდამთავრებულები მიიღებენ მონაწილეობის სერტიფიკატს.

შერჩევის კრიტერიუმები:

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების კუთხით. სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა, რადგან საკითხავი მასალის ნაწილი იქნება ინგლისურ ენაზე.

სალექციო კურსში მონაწილეობის მისაღებად  აუცილებელია სამოტივაციო წერილისა და CV-ის გამოგზავნა ქართულ ან ინგლისურ ენებზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ge.boell.org

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 24 ოქტომბერი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: შემოსული განცხადებების გადარჩევა და ინტერვიუები. ინტერვიუების ჩატარების დრო: 27 და 28 ოქტომბერი.