პროგრამული პრიორიტეტები 2018-2020

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო 2018-2020 წლებში იმუშავებს ოთხი პროგრამული პრიორიტეტით:

  • პოლიტიკური პროგრამა და სამოქალაქო საზოგადოება,
  • გენდერული დემოკრატია,
  • გარემოს დაცვა და ენერგეტიკა
  • რეგიონული დიალოგი.

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროში (BMZ) წარდგენილი რეგიონული განაცხადის დამტკიცების შემდეგ, გამოცხადდება საგრანტო კონკურსი სამომავლო პარტნიორობისათვის ზემოთ აღნიშნულ პროგრამულ პრიორიტეტებზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფზე. კონკურსი გამოცხადდება თითოეულ თემატურ მიმართულებაზე და ჩატარდება საქართველოსა და სომხეთში ცალ-ცალკე.