1989: ისტორიის კონკურსი

1989: ისტორიის კონკურსი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს მცირე კვლევითი გრანტების კონკურსს სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევარებისთვის, ისტორიკოსებისა და ვიზუალური ანთროპოლოგებისთვის.  გრანტის ფარგლებში მათ უნდა  მოამზადონ აკადემიური სტატიები (მოცულობა: 15-18 გვერდი), რომლებიც გაანალიზებს 1989 წლის მოვლენებს საქართველოში და შეაფასებს თუ რას ნიშნავს ეს წელი დღევანდელი გადმოსახედიდან. 

საბჭოთა ტანკები რუსთაველის გამზირზე, 1989 წელი – Creator: AFP. All rights reserved.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს კონკურსს მცირე კვლევითი გრანტების მოსაპოვებლად. განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2019 წლის 12 იანვრამდე.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით ბერლინში ყოველწლიურად ტარდება ევროპის ისტორიული ფორუმი, რომელიც ისტორიკოსებს, პოლიტიკოსებს, პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლებს აღმოსავლეთ, ცენტრალური და დასავლეთ ევროპიდან ერთ სივრცეში უყრის თავს, რათა გააძლიეროს ევროპის უახლესი ისტორიის კრიტიკული გააზრება. 2019 წელს რიგით მერვე ევროპის ისტორიული ფორუმი 1989 წელს ეძღვნება. 1989 წელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული მიჯნაა. 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს მცირე კვლევითი გრანტების კონკურსს სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევარებისთვის, ისტორიკოსებისა და ვიზუალური ანთროპოლოგებისთვის.  გრანტის ფარგლებში მათ უნდა  მოამზადონ აკადემიური სტატიები (მოცულობა: 15-18 გვერდი), რომლებიც გაანალიზებს 1989 წლის მოვლენებს საქართველოში და შეაფასებს თუ რას ნიშნავს ეს წელი დღევანდელი გადმოსახედიდან. აკადემიური სტატია შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ საკითხზე:

  • 1989 წლის საპროტესტო აქციები და მათი გავლენა საქართველოს უახლეს ისტორიაზე;
  • საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეთა პერსპექტივა;
  • 1989 წელს დაბადებულები: ადამიანების დამოკიდებულება და შეფასებები;
  • 1989 წლიდან დამოუკიდებლობამდე: გარდამავალი პერიოდის ძირითადი გამოწვევები;
  • პოლიტიკური ელიტის როლი ტრანზიციის პროცესში;
  • კომუნისტური პარტიის ბედი გარდამავალ პერიოდში;
  • 1989 წლის პრესა და დისკურსი;
  • 1989 წელს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე მოვლენები;
  • 1989 წლის გენდერული პერპექტივა: ქალების როლი საჯარო ასპარეზზე;

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV (თან დაურთონ გამოქვეყნებული სტატიების ჩამონათვალი), სამოტივაციო წერილი და კვლევითი გრანტის პირველადი მონახაზი (2-3 გვერდი), რომელიც უნდა მოიცავდეს ლიტერატურის მიმოხილვას და აღწერდეს, თუ რა კვლევის მეთოდებს გამოიყენებს კონკურსანტი კვლევის განხორციელების პროცესში. განაცხადი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე და გამოიგზავნოს 12 იანვრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ge.boell.org Subject-ით: 1989.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და ზეპირი გასაუბრება (17 და 18 იანვარს).

შერჩეული კონკურსანტები გაივლიან ორდღიან ტრენინგს (26-27 იანვარს) ისტორიული კვლევის მეთოდებისა და ალტერნატიული წყაროების ფიქსაციის შესახებ, რომლის შემდეგ ისინი დაიწყებენ თავიანთ კვლევით გრანტებზე მუშაობას. მუშაობის პროცესში მათ დაეხმარებათ მენტორები. აკადემიური სტატიების საბოლოო ვერსიის ჩაბარების თარიღი: 2019 წლის 5 აპრილი. კანდიდატებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ თავიანთი სტატიები და მონაწილეობა მიიღონ მრგვალი მაგიდს დისკუსიაში აპრილის ბოლოს. შერჩეული კონკურსანტები კვლევითი გრანტის სახით მიიღებენ 500 ევროს ეკვივალენტს ლარში (დარიცხული თანხა), ხოლო საუკეთესო სტატიის ავტორი 20-21 მაისს გაემგზავრება ევროპის ისტორიის ფორუმზე ბერლინში. ისტორიის ფორუმზე დასწრების შემდეგ, 15 ივნისამდე ავტორმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ფორუმის ანგარიში.

 

Related Content

3 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება

მაკო

გამარჯობა,აღნიშნულ კონკურსში თუ შეიძლება მონაწილეობა ისტორიის პედაგოგს,მაგისტრის ხარისხით. სამწუხაროდ,ამ ეტაპზე არ ვარ ჩართული სამეცნიერო მუშაობაშ... წინასწარ დიდი მადლობა.

გვანცა კვარაცხელია

გამარჯობათ,სამართლის სტუდენტს არ შეუძლია და მონაწილეობის მიღება?

გიორგი

გამარჯობა, მაინტერესებს თუ შეუძლიათ ბაკალავრებს მონაწილეობის მიღება

Pages