თომას დე ვაალის საჯარო ლექცია

თომას დე ვაალის საჯარო ლექცია

გრძელვადიანი პერსპექტივა: საქართველოს კონფლიქტები საერთაშორისო კონტექსტში თომას დე ვაალის საჯარო ლექციაა, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის თბილისის ოფისში 2019 წლის 10 იანვარს გაიმართა.

თომას დე ვაალი თავის საჯარო ლექციაში აანალიზებს თუ როგორ შეიცვალა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტები წლების განმავლობაში, ასევე მიმოიხილავს თუ როგორ შეიცვალა საერთაშორისო კონტექსტი, განსაკუთრებით რუსეთის და ევროპის როლი. კონფლიქტების მიმართ საერთაშორისო ინტერესი ყველაზე მაღალი 2000-იანი წლების შუა პერიდოში იყო და იქიდან მოყოლებული ამ ინტერესმა თანდათანობით იკლო. სხვა მოვლენებმა, მაგალითად ომმა უკრაინაში, შეცვალა კონფლიქტების აღქმა. „გრძელვადიანი პერსპექტივა“, რომელიც გაჭიანურებულ კონფლიქტს დროის გასვლასთან ერთად თან სდევს, მოიცავს როგორც შესაძლებლობებს, ასევე გამოწვევებს. ერთის მხრივ, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი საერთაშორისო დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებში ნაკლებად ხვდება და რისკებიც დავიწყებულია. მეორეს მხრივ, დროის გასვლა საშუალებას აძლევს აქტორებს იმუშაონ უფრო პრაქტიკული ნაბიჯების შემუშავებაზე და დაიწყონ წარსულში გადატანილი ტრავმების დაძლევა.

Related Content

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება