ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები

დოვლათის, დასაქმების ადგილების და საექსპორტო პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაში. თუმცა, მსგავსი ინდუსტრიების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გამართული საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა, რომელიც დააბალანსებს მაქსიმალურ მოგებაზე ორიენტირებულ ინტერესებს და მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შერბილებისკენ.

2019 წლის 1 მარტს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე "ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის სოციალური და გარემოსდაცვით ასპექტები".

დისკუსია გაიმართა შემდეგ საკითხებზე:

• როგორია ბუნებრივი რესურსების და სასარგებლო წიაღისეულის მართვის პრაქტიკა და რა ღონისძიებებს დგამს სახელმწიფო მსგავს საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად?
• როგორ უნდა გავუმკლავდეთ გარემოს დეგრადაციას, დაბინძურებას და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს ბოლნისში, კასპში, ჭიათურაში, ტყიბულში, ა.შ?
• როგორ პასუხობს სახელმწიფო დიდი ინდუსტრიების გარშემო მცხოვრები ადამიანების წუხილებს?
• რა რეკომენდაციები აქვთ მეცნიერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და აქტივისტებს?

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: ირაკლი მაჭარაშვილი, გარემოსდამცველი, კახა ბახტაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტი, თამარ ქებურია, მკვლევარი და მარიამ დევიძე, სოციოლოგი.

გთავაზობთ მოხსენებების ვიდეო ჩანაწერს.

 ირაკლი მაჭარაშვილი - გარემოსდამცველი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა".

 

რა ზიანს აყენებს წიაღის მრეწველობა გარემოს საქართველოში - ირაკლი მაჭარაშვილი - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

კახა ბახტაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია გარემო და განვითარება.

სამთო-მოპოვებითი საქმიანობის გარემოსდაცვითი ზემოქმედება - კახა ბახტაძე - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

თამუნა ქებურია - მკვლევარი, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის განვითარების ისტორია საქართველოში - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

 

შეხვედრაზე გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის „მწვანე აკადემია“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის "ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური: კომპანია 'არემჯის' საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური გავლენები მოსახლეობაზე" პრეზენტაცია.