დისკუსია ქალთა პრეკარიულ შრომასა და დროის ურთიერთმიმართებაზე

დისკუსია ქალთა პრეკარიულ შრომასა და დროის ურთიერთმიმართებაზე

"ქალთა შრომითი პირობები და აუნაზღაურებელი შრომა საქართველოში" დისკუსიის მთავარი იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც გაიმართა მწვანე აკადემიის მონაწილეების კვლევის "ცხოვრება საჭიროებებს მიღმა: ქალთა პრეკარიული შრომა და დროის ურთიერთმიმართება საქართველოში" პრეზენტაცია.

ილუსტრაციის საავტორო უფლება

ფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალებს უმეტესწილად დაბალი და ნაკლებანაზღაურებადი პოზიციები უკავიათ. შრომის ბაზარზე არსებული გენდერული სეგრეგაცია, ხარვეზები შრომით კანონმდებლობაში, საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპები, რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვები და სოციალური სერვისების არარსებობა ის ძირითადი ბარიერებია, რაც ხელს უშლის ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და შრომის უფლებაზე ხელმისაწვდომობას. საოჯახო საქმის შესრულების ტვირთი დამატებითი მნიშვნელოვანი ბარიერია ქალისთვის. მაშინაც კი, როცა ქალი ახერხებს ანაზღაურებად შრომაში ჩართვას, ის ვერ გაურბის საშინაო საქმის შესრულების ექსკლუზიურ ვალდებულებას. ამგვარად, ქალებს უწევთ როგორც უკეთესი შრომითი პირობებისთვის ბრძოლა, ასევე ბრძოლა იმისთვის, რომ მათ მიერ შესრულებული საშინაო საქმეები შრომად კლასიფიცირდეს.

ილუსტრაციის საავტორო უფლება

დისკუსიის ერთ- ერთი მომხსენებელი იყო ანა დიაკონიძე - მკვლევარი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. ნახეთ ვიდეო:

ანი გოგბერაშვილი - გენდერის მკვლევარი

გიგა კარაპეტიანი- სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

 

Related Content

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება