მობილობის სოციალური ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სივრცეები

წინამდებარე კვლევა მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, მწვანე აკადემიის პროექტის ფარგლებში. მწვანე აკადემია საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მკვლევრებს ჩაღრმავებულად იმუშაონ მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებზე. გიორგი კანკია არის მწვანე აკადემიის შიდა საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. 

Buildings in one of the Georgian Suburb
Teaser Image Caption
თათია ქინქლაძის ფოტო

თანამედროვე ურბანულ სივრცეში მობილობის ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა ინდივიდის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მის სოციალურ ჩართულობაზე მზარდი ზეგავლენით ხასიათდება. ეს პროცესი შესაძლებელია შეაფერხოს ინფრასტრუქტურის ქსელების მხოლოდ პრივილეგირებული ჯგუფების საჭიროებებზე მორგებამ და მოწყვლადი ჯგუფებისთვის უფრო მეტად გაამწვავოს სოციალური გათიშულობის პრობლემა.

ეს სტატია, აქტორებისა და ქსელების თეორიულ ჩარჩოზე დაყრდნობით, განიხილავს ვარკეთილში, თბილისის ზღვის ახალი ქალაქის ტერიტორიაზე დასახლებულ დევნილთა დამოკიდებულებას მობილობის ინფრასტრუქტურაზე. მათთან ჩატარებული არასტრუქტურირებული, ნარატიული სახის ინტერვიუებზე დაყრდნობით,  წარმოჩენილია ხელმისაწვდომი სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელობა მოსახლეობის ამ ჯგუფისთვის, წარმართონ სრულყოფილი ცხოვრება, ადგილმდებარეობის, გარე აქტორებთან ურთიერთობების დამყარების თუ სხვა სოციო-ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით.

სტატიის დასკვნით ნაწილში ინტერვიუებისა და თეორიული კონცეფციების შეჯერებით, ასევე წარმოჩენილია საკითხის აქტუალობა საცხოვრებელი ადგილის ცვლილების გათვალისწინებითაც.

 

კვლევის სანახავად დაწკაპეთ მოცემულ ბმულზე 

 

მოცემულ ბმულზე გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი კანკიასთან, სადაც ის კვლევის ძირითად მიგნებებზე საუბრობს.

მობილობის სოციალური ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სივრცეები - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube