აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი

აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი

All rights reserved.

2018 წლის 16 თებერვალს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ წიგნის სახლ ლიგამუსში გამართა ახალი გამოცემის "საზღვრებს მიღმა: კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში" პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია თემაზე: "აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეცნიერო დიალოგი". დებატებზე მომხსენებლებმა ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის და ევროპის ქვეყნებს შორის აკადემიურ დისკუსიასა და დღესდღეობით საქართველოში სამეცნიერო სფეროს განვითარების კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევების შესახებ.

გთავაზობთ საჯარო დებატების ორი მონაწილის - მარინე ჩიტაშვილის და თამარ ცხადაძის მოხსენებების ტექსტს.

სტატიები

საზღვრებს მიღმა. კონფლიქტი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში

წარმოგისგენთ სტატიებს, რომლებიც თავდაპირველად 2015 წელს გერმანულ ენაზე გამოსცა გერმანულმა ინტერდისციპლინურმა აკადემიურმა ჟურნალმა Osteuropa (7-10/2015). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული გერმანულენოვანი კრებული თავდაპირველად ევროპულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, სამხრეთ კავკასიის შესახებ დაგროვილი ანალიტიკური მასალის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ის ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა.