დემოკრატია

დემოკრატია

2017 წლის 21 თებერვალს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა წიგნების "ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია" და "ანტიგენდერული მოზრაობის აღმასვლა" პრეზენტაციასა და დისკუსიას

პირადი პოლიტიკურია: ფემინისტური დღის წესრიგის განსხვავებული პერსპექტივები

პროექტები და ღონისძიებები

(მიმდინარე პროექტი) პროექტი, რომელსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC ახორციელებს, ემსახურება მიზანს ურბანული განვითარების გარემოსდაცვით, კულტურულ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული სოციალური მოძრაობების შესწავლის საშუალებით მდგრად განვითარებაში სამოქალაქო მონაწილეობას დაუჭიროს მხარი.

ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები უფრო და უფრო ხშირად ირღვევა მსოფლიოში. ასევე იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ხალხი და მათი ორგანიზაციები აწყდებიან მკაცრ შეზღუდვებს და წართმეული აქვთ უფლება, რომ მონაწილეობა მიიღონ თავიანთი საზოგადოებების ჩამოყალიბებაში. ხშირია აქტივისტების დევნა, დაშინება, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა, დაპატიმრება, წამება და მკვლელობა.

ავტორი

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის ნაწილი აირჩია. 8 ოქტომბრის კენჭისყრა ჩვენი ქვეყნისათვის პირველი საპარლამენტო არჩევნები გახლდათ საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ.

(დასრულებული პროექტი) 2014 წლის თებერვალში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ინსტიტუტმა (ერევანი, სომხეთი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - დემოკრატიული საჯარო სივრცის მოწყობა ერევანში.

2013 წლის ივნისში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მუშაობის 10 წლის იუბილე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს წარმომადგენელ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკადემიური სფეროს მოღვაწეებთან ერთად 5-6 ივნისს ორდღიანი კონფერენცია გამართა.

2011 წლის 21 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში ქართულ პრესაში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების გაშუქების მონიტორინგის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა

რა საკანონმდებლო ინიციატივები შევიდა პარლამენტში ბოლო 4 წლის მანძილზე, რომელიც ქალებსა და სხვა გენდერულ ჯგუფებს აძლიერებდა? რომელი მათგანი გავიდა და რა ფორმით? რა ინტერპრეტაცია შეიძლება გაკეთდეს ამ ინიციატივების გასატანად გაწეული კომპრომისების თვალსაზრისით?

2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაანალიზების მიზნით 3 ნოემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ უმასპინძლა საჯარო დისკუსიას ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი არჩევნების შემდეგ.

ვრცლად

გენდერული დემოკრატია

2016 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა კონფერენციას თემაზე „გენდერი და სამართალი: საქართველოს კანონმდებლობის გენდერული ანალიზი“. კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა  გენდერისა და სამართლის სიღრმისეული კვლევა, რომელიც მომზადდა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ, EWMI-PROLoG-ის მხარდაჭერითა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კონსულტაციით.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსთან თანამშრომლობით, აცხადებს განაცხადების მიღებას მცირე გრანტების კომპონენტისთვის, რომელიც  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

ვრცლად

საბჭოთა წარსულის გააზრება

(პილოტური პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მიზნად ისახავს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობას. პროექტის მიზანია, ორგანიზაციაში არსებული რესურსების მობილიზებისა და ამოქმედების გზით საქართველოში საბჭოთა წარსულის კვლევის თემის პოპულარიზაცია.

(მიმდინარე პროექტი) არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს ლექციები გორში: "უცნობი" საბჭოთა წარსული.

ვრცლად

მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ხალხი უსამართლობას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და მძიმე საცხოვრებელ პირობებს  აპროტესტებს. ისინი მაღალი სტანდარტებისთვის იბრძვიან. ამ პროცესში მოქალაქეების მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებში მონაწილეობის ახალი ფორმები ჩნდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მეტი დემოკრატიზაციისა და მონაწილეობის მიღწევის ყველა მცდელობას.