დოსიე. სახიფათო კავშირები: რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში

ვებ-დოსიე

რუსული რბილი ძალა საქართველოში: შედეგები, შეზღუდვები და სამომავლო საფრთხეები

ვებ-დოსიე

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ბევრის აზრით, ამ ცვლილებას შეეძლო, ქვეყანა დასავლური კურსიდან  გადაეხვია და რუსული გავლენისაგან დაუცველი გაეხადა. ეს ხუთი წელიწადი მთელს მსოფლიოში, მათ შორის - სამხრეთ კავკასიაშიც, რუსული ,,რბილი ძალის“ მომძლავრებით აღინიშნა; თუმცა, ადგილობრივად ამ რბილ ძალას შეზღუდული ძალა აქვს და გამოკვეთილი გავლენის მიღწევას ვერ ახერხებს.

ავტორი გიორგი კანაშვილი

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები: შემცირებული სარგებელი

ვებ-დოსიე

საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთი მუდამ იდგა მძიმე არჩევანის წინაშე სუვერენობას და უსაფრთხოებას შორის. უსაფრთხოების ნაკლებობის გამო, რომელიც წარმოქმნა მეზობელ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის ომმა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, სომხეთი ეყრდნობა რუსეთს როგორც თავის “სტრატეგიულ პარტნიორს“ და უსაფრთხოების მიმწოდებელს.

ავტორი რიჩარდ გირაგოსიანი

ორ არჩევანს შორის: რუსეთის რბილ ძალასთან დაკავშირებული რეალობა

ვებ-დოსიე

საბჭოთა კავშირის დაშლის თანმდევმა მოვლენებმა აზერბაიჯანში სერიოზულად დააზიანა რუსეთის იმიჯი. საზოგადოებრივ მეხსიერებაში მოსკოვი, როგორც იმპერიალისტური ძალა, რამდენიმე მოვლენის გამო ჩარჩა ნეგატიურად.

ავტორი ზაურ შირიევი

სახიფათო კავშირები: რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში

რუსეთს აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და ცდილობს დომინანტური პოზიციის დამკვიდრებას რეგიონში. მისი სამეზობლო პოლიტიკა მოიცავს როგორც ძლიერი, ასევე რბილი ძალის ინსტრუმენტებს, რომელთა მიზანია რუსეთის გავლენის გაფართოება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე. ამ მიმართულებით, რუსეთმა მიაღწია განსხვავებულ შედეგებს და შეეჯახა მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს სამეზობლო პოლიტიკის გატარებისას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მხარს უჭერს  საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ დისკუსიას რეგიონში. სწორედ ამიტომ, ფონდის ოფისმა  აღიარებულ ექსპერტებს, რიჩარდ გირაგოსიანს, ზაურ შირიევს და გიორგი კანაშვილს სთხოვა, შეეფასებინათ რუსეთის რბილი ძალა სომხური, აზერბაიჯანული და ქართული პერსპექტივით და ასევე, რეგიონის დინამიკის გათვალისწინებით.