ისტორიის ფორუმი

30 წელი 1989 წლიდან: თავისუფლება რისგან? თავისუფლება რისთვის?

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით  ყოველწლიურად ბერლინში ტარდება ევროპის ისტორიის ფორუმი, რომელიც ისტორიკოსებს, პოლიტიკოსებს, სოციალური მეცნიერებების და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლებს აღმოსავლეთ, ცენტრალური და დასავლეთ ევროპიდან ერთ სივრცეში უყრის თავს, რათა გააძლიეროს ევროპის უახლესი ისტორიის კრიტიკული გააზრება. 2019 წელს რიგით მერვე ევროპის ისტორიის ფორუმი 1989 წელს მიეძღვნა - 30 წელი 1989 წლის შემდეგ: თავისუფლება რისგან? თავისუფლება რისთვის?

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ინიციატივით, წლევანდელ ფორუმში მონაწილეეების შესარჩევად საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გამოცხადდა ისტორიის კონკურსი, რომლის ფარგლებში სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევარებს, ისტორიკოსებსა და ვიზუალურ ანთროპოლოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მცირე კვლევითი გრანტი და მოემზადებინათ აკადემიური სტატიები 1989 წლის მოვლენების შესახებ და გაეანალიზებინათ ამ წლის მნიშვნელობა საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.

გთავაზობთ, კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილეების აკადემიურ სტატიებს ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე. ასევე, გიზიარებთ ევროპის ისტორიის ფორუმის მონაწილეების შთაბეჭდილებებს.

მონაწილეების შთაბეჭდილებები

სტატიები

1989: მეხსიერების ცვლილება

ნაშრომი მიზნად ისახავს 1988-90 წლებში საბჭოთა საქართველოში მიმდინარე, წარსულის გადაფასების პროცესის შესწავლასა და ანალიზს. 

 

 

1989 წელი: საპროტესტო აქციები და მათი გავლენა საქართველოს უახლეს ისტორიაზე

წინამდებარე ტექსტში წარმოდგენილია 1989 წლის 9 აპრილის საპროტესტო აქციების წინაპირობები, ქრონოლოგია და სიმბოლური მახასიათებლები.

ავტორი ქეთი სართანია