ისტორიის ფორუმი. ეპოქალური 1917 წელი: ემანსიპაციის ოცნება თუ კოშმარი?

ისტორიის ფორუმი. ეპოქალური 1917 წელი: ემანსიპაციის ოცნება თუ კოშმარი?

Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის (ბერლინი, გერმანია) და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის "მემორიალის" (მოსკოვი, რუსეთი) უკვე ტრადიციად ქცეული თანამშრომლობა ევროპის უახლესი ისტორიის კრიტიკული გააზრებასა და მასზე სამსჯელო სივრცის გაძლიერებაზეა მიმართული. სწორედ, ამ მიზნის მიღწევისთვის ორი ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით ბერლინში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში ყოველწლიურად ტარდება ევროპის ისტორიული ფორუმი, რომელიც ისტორიკოსებს, პოლიტიკოსებს, პოლიტიკის და სოციალური მეცნიერებების, და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლებს აღმოსავლეთ, ცენტრალური და დასავლეთ ევროპიდან ერთ სივრცეში უყრის თავს.

2017 წლის, რიგით მეექვსე ფორუმი რუსეთის 1917 წლის რევოლუციას მიეძღვნა. "ეპოქალური 1917 წელი: ემანსიპაციის ოცნება თუ კოშმარი?", ასე ერქვა ორდღიან ღონისძიებას, რომელიც ამა წლის 22-23 მაისს გაიმართა. მასში რუსი, გერმანელი, სერბი, ბოსნიელი, მაკედონელი, უკრაინელი, ქართველი, სომეხი მომხსენებლები და დისკუსანტები იღებდნენ მონაწილეობას და მსჯელობდნენ, არა მხოლოდ ისტორიის ამ მონაკვეთის განხილვის აუცილებლობაზე, არამედ იმაზეც თუ რა პოლიტიკური მემკვიდრეობა დატოვა მან და რა პოლიტიკური გავლენა აქვს მას დღეს.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ინიციატივით, წლევანდელ ფორუმში ორმა ახალგაზრდა ქართველმა მომხსენებელმა მიიღო მონაწილეობა. ბექა კობახიძე, მოხსენებით "საერთაშორისო რევოლუციიდან ეროვნულ სახელმწიფომდე - საქართველოს სოციალ-დემოკრატიის შემთხვევა (1917-1921)" და ლევან ლორთქიფანიძე, მოხსენებით "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): სოციალური ემანსიპაცია?" წარსდგნენ შეკრებილი აუდიტორიის წინაშე.

აღნიშნული ფორუმის ჩატარების შემდეგ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა დაინტერესებულ აუდიტორიას ვრცელი და საკმაოდ ინფორმატიული ანგარიში შესთავაზა (იხილეთ ბმულში). ჩვენ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, ფორუმში მონაწილე ქართველი მონაწილეების შთაბეჭდილებებს და ღონისძიების მოკლე შეფასებებს გთავაზობთ.

მონაწილეების შთაბეჭდილებები

ეპოქალური 1917 წელი: ემანსიპაციის ოცნება თუ კოშმარი? ლევან ლორთქიფანიძის მიმოხილვა

ევროპის მეექვსე ისტორიული ფორუმის მთავარი თემა 1917 წელი გახლდათ. შეკრებილი ისტორიკოსები, სოციოლოგები, პოლიტიკის მეცნიერები, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნულ თარიღს რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივიდან განიხილავდნენ. 1917 წელი რევოლუციების წელი იყო.

By ლევან ლორთქიფანიძე

ეპოქალური 1917 წელი: ემანსიპაციის ოცნება თუ კოშმარი? ბექა კობახიძის მიმოხილვა

ევროპის ისტორიული ფორუმის მთავარი ღირსება ალბათ ის არის, რომ იგი თავს უყრის მყიფე დემოკრატიისა და განვითარებადი სამოქალაქო საზოგადოების ქვეყნებიდან მოაზროვნე ისტორიკოსებს. ეს ისტორიკოსს ეხმარება კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რომ  მისი პრობლემები არ არის უნიკალური, რომ გარშემო ბევრი სხვა ქვეყანა და ისტორიკოსი იდენტური გამოწვევების წინაშე დგას. რა გამოწვევებზეა საუბარი?

By ბექა კობახიძე