აკადემიები

აკადემიები

მწვანე აკადემია 2018. სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის: შესაძლებლობები და შეზღუდვები

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს კონკურსს 2018 წლის მწვანე აკადემიაში "სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის: შესაძლებლობები და შეზღუდვები" მონაწილეობის მისაღებად.

კამპანიები სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაციისთვის სომხეთსა და საქართველოში

2016 წლის 9-11 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ უმასპინძლა მწვანე აკადემიის შემოდგომის სესიის მონაწილეებს საქართველოდან, სომხეთიდან, გერმანიასა და თურქეთიდან. 3-დღიანი ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოსა და სომხეთიდან ახალგაზრდა მწვანე აქტივისტებისთვის მცირე მასშტაბის კამპანიების ალტერნატიული ფორმების გაცნობას.

ახალგაზრდული აქტივიზმის მწვანე პერსპექტივები სომხეთსა და საქართველოში

2016 წლის 22-24 მარტს, ქ. წახკაძორში (სომხეთი) ჩატარდა მწვანე აკადემიის საგაზაფხულო შეხვედრა ახალგაზრდული აქტივიზმის მწვანე პერსპექტივები სომხეთსა და საქართველოში. ღონისძიება სოციალური ტრანსფორმაციისა და მდგრადი განვითარებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისთვის, გარემოს დამცველებისთვის, ფემინისტებისთვის და ურბანისტებისთვის შექმნილი პლატფორმაა, რომლის წლევანდელი პროგრამა მწვანე პოლიტიკის დისკურსში სხვადასხვა საკითხების გადააზრებას დაეთმო.

კონკურსი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მწვანე აკადემიის საშემოდგომო შეხვედრაში მონაწილეობისთვის

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს კონკურსს მწვანე აკადემიის საშემოდგომო შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის (4-6 დეკემბერი, 2015, თბილისი).

მწვანე აკადემია 2015. მოქალაქეები მწვანე ტრანსფორმაციისთვის.

ახალი ინიციატივა, რომელსაც „მწვანე აკადემია“ ჰქვია, პირველი ნაბიჯია, რაც მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური ტრანსფორმაციის საკითხებზე მსჯელობის ხელშესაწყობად გადადგა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ.

აკადემიის შესახებ

2015 წელს ჰაინრიჰ  ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ დაიწყო ახალი პორექტი - მწვანე აკადემია, რომლის მიზანია, შექმნას ახალგაზრდა აქტივისტების, ჟურნალისტების, მეცნიერების და პოლიტიკოსების რეგიონული პლატფორმა მდგრადი განვითარების პოლიტიკის საკითხებზე  თანამშრომლობისათვის,  სამხრეთ კავკასიის საზოგადოებების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარების საკითხებში მდგრადი და მწვანე პოლიტიკის პრინციპებისა და  ფასეულობების ხელის შეწყობა და საჯარო დისკუსიის სტიმულირება.

მწვანე აკადემია 2017 - ბრძოლების გადაკვეთა

Subscribe to RSSSubscribe to RSS