Academic Network

აკადემიური ქსელი

Photo: Sara Björk. Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

მწვანე აკადემია

2017 წლის 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ქ. ლივერპულში გლობალური მასშტაბის კონფერენციაზე შეკრებილ მწვანე პოლიტიკური ღირებულებების ქვეშ გაერთიანებულ 2000-მდე დელეგატს და 103 პარტიას საშუალება მიეცათ დისკუსიები გაეშალათ ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, დემოკრატია, თავისუფლება და სამართლიანობა ჩვენს საზოგადოებაში.

2016 წლის 9-11 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ უმასპინძლა მწვანე აკადემიის შემოდგომის სესიის მონაწილეებს საქართველოდან, სომხეთიდან, გერმანიასა და თურქეთიდან. 3-დღიანი ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოსა და სომხეთიდან ახალგაზრდა მწვანე აქტივისტებისთვის მცირე მასშტაბის კამპანიების ალტერნატიული ფორმების გაცნობას.

ვრცლად

სასტიპენდიო პროგრამა

2014 წლის 26-31 იანვარს, თბილისში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ოფისში 2014 წლის სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეების პირველი შეხვედრა და ზამთრის სკოლა გაიმართა.

2013 წლის ივლის-დეკემბერში განხორციელებული პროექტის მიზანი ადრეული მეოცე საუკუნის ფემინისტი აქტივისტის კატო მიქელაძის თაობაზე ფართო საზოგადოებრიობისთვის გაცნობა იყო.

ვრცლად

2015 წელს ჰაინრიჰ  ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ დაიწყო ახალი პორექტი - მწვანე აკადემია, რომლის მიზანია, შექმნას ახალგაზრდა აქტივისტების, ჟურნალისტების, მეცნიერების და პოლიტიკოსების რეგიონული პლატფორმა მდგრადი განვითარების პოლიტიკის საკითხებზე  თანამშრომლობისათვის,  სამხრეთ კავკასიის საზოგადოებების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარების საკითხებში მდგრადი და მწვანე პოლიტიკის პრინციპებისა და  ფასეულობების ხელის შეწყობა და საჯარო დისკუსიის სტიმულირება.

2003-14 წლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ყოველწლიურ 'ადგილობრივ' სასტიპენდიო პროგრამას ატარებდა სამხრეთ კავკასიაში სოციალური მეცნიერებების სფეროში დაკავებული ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.

Subscribe to RSSSubscribe to RSS