XX საუკუნის 60-იან წლებსა და 70-იანების დასაწყისში ჰაინრიჰ ბიოლი გერმანულენოვანი სამყაროს ყველაზე საკამათო ავტორად ითვლებოდა. სოციალური კრიტიკა, რომელიც მის მხატვრულ ნაწარმოებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამუდმებით ისმოდა, და მისი კამათი ყვითელ გერმანულ გაზეთ "ბილდთან", რომელიც წითელი არმიის ფრაქციის ქმედებებს პოპულისტურად აშუქებდა, ნონკონფორმისტი მწერლის გასაშავებლად წამოწყებული უსიამოვნო კამპანიის საბაბი გახდა.