Conflict Transformation

კონფლიქტების ტრანსფორმაცია

დოსიე. სახიფათო კავშირები: რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში

რუსეთს აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და ცდილობს დომინანტური პოზიციის დამკვიდრებას რეგიონში. მისი სამეზობლო პოლიტიკა მოიცავს როგორც ძლიერი, ასევე რბილი ძალის ინსტრუმენტებს, რომელთა მიზანია რუსეთის გავლენის გაფართოება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე.

დებატები თემაზე "კონფლიქტების ტრანსფორმაცია"

ყირიმი, რუსეთი და ჩართულობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

კავკასიის კონფლიქტები, სამწუხაროდ, ვულკანებს ჰგავს. ხანმოკლე და გამანადგურებელ ამოფრქვევებს აქ დიდი ხნით სიწყნარე და უმოქმედობა მოჰყვება ხოლმე.

ავტორი ტომ დე ვაალი

საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა საპირისპირო პოლიტიკური პროექტების მიჯნაზე

2015 წლის 20 ნოემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა საჯარო დისკუსიას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა საპირისპირო პოლიტიკური პროექტების მიჯნაზე. გთავაზობთ დისკუსიის ვიდეოჩანაწერს.

ყველა დებატი თემაზე "კონფლიქტების ტრანსფორმაცია"

ვებ-დოსიე

დოსიე: სად არის წონასწორობის წერტილი ყარაბაღში?

მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებულად ფასობს. ამის მიუხედავად, სისხლიანი კონფლიქტებისა და დროში ღრმად ფესვგადგმული ტერიტორიული კონფლიქტების გამო, ასე სასურველი მშვიდობა რეგიონში ძნელი მისაღწევია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ახლო მომავალში მოგვარების პირი არ უჩანს და არც კონფლიქტის მონაწილე ქვეყნებში შეინიშნება პოლიტიკური დისკუსიების მეშვეობით მისი ტრანსფორმირების მცდელობა.

პროექტები და ღონისძიებები

დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში

2012 წლის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დისკუსიები საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში დაიგეგმა. პროექტის ფარგლებში,  ფოთსა და წყალტუბოში დევნილებისათვის გამართული რამდენიმე მრგვალი მაგიდისა და დისკუსიის საფუძველზე შემუშავდა დოკუმენტი - "როგორ ხედავენ იძულებით გადაადგილებული პირები მათი პრობლემების მოგვარების გზებს?", რომელიც  დევნილების ხედვებსა და მიდგომებს ასახავს მათთვის ყველაზე მწვავე პრობლემების გადასაწყვეტად.

ფოთი და წყალტუბო: დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში

2012 წლის 3 და 4 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ შეხვედრები გამართა ფოთსა და წყალტუბოში. მრგვალი მაგიდა ორგანიზებული იყო ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის „დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია დევნილების მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაზრდა და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში დევნილებთან დაკავშირებული პრობლემატიკის ასახვა.

დევნილთა საცხოვრებელი პირობები და წყალტუბოს სამომავლო პერსპექტივები

სანატორიუმებში: "ცისკარი", "შახტიორი" და "ივერია" მცხოვრები დევნილი ოჯახები ახალ წელს თერნალის დასახლების ახალაშენებულ კორპუსებში, სუფთა და ნათელ ბინებში შეხვდებიან. იქ ჯერ არც გაზია შეყვანილი და წყალიც შეფერხებით მიეწოდებათ, მაგრამ ეს ადამიანები მაინც კმაყოფილები ჩანან. ხალხი გამოცოცხლებულია, აივნებზეა გამოფენილი.

ზღვასთან ახლოს, დასაქმების იმედით

19 ნოემბერს ფოთის ბიბლიოთეკის დარბაზში დისკუსია სახელწოდებით "განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები ფოთში" გაიმართა. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: ადამიანის უფლებათა დამცველი ლია მუხაშავრია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე და საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთი" წარმომადგენელი იაგო ფასანძე. დისკუსიას მოდერაციას ეკა ფირცხალავა უწევდა.

ფოცხო-ეწერსა და წალენჯიხაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან ერთად

2011 წლის 24 სექტემბერი. წალენჯიხის რაიონი. სოფელი ფოცხო-ეწერი. სასტუმრო "ენგურჰესის" საკონფერენციო დარბაზი მალე ივსება. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი დევნილებისთვის ადამიანის უფლებების თემაზე დისკუსიას მართავს.

Nachklang: საქართველო ომიდან ერთი წლის შემდეგ

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ და ევროპის სახლმა მოაწყო ფოტოგრაფ უვე შობერის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით: “Nachklang: საქართველო ომიდან ერთი წლის შემდეგ“.

შესავალი

კონფლიქტების ტრანსფორმაცია

ე.წ. ”გაყინული” სამხედრო კონფლიქტების არსებობა სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ძლიერ აფერხებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თავისუფალი დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და მის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.

პროექტი "სამხრეთ კავკასიის ხმები". ჟურნალი ლიბერალი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და ლიბერალის ერთობლივი ორენოვანი პროექტის ფარგლებში კავკასიელი ავტორები წერენ ქართველი ავტორების ინფორმირებისთვის. ლიბერალის სტატიები კი კავკასიელი მკითხველისთვის რუსულ ენაზე ითარგმნება

პუბლიკაცია

სამხრეთ კავკასია და თურქეთი: მე-20 საუკუნის ისტორიის გაკვეთილები

pdf

პუბლიკაცია "სამხრეთ კავკასია და თურქეთი: მე-20 საუკუნის ისტორიის გაკვეთილები" არის კრებული, რომელშიც შესულია აზერბაიჯანელი, სომეხი, ქართველი და თურქი ავტორების სამეცნიერო სტატიები.

Subscribe to RSSSubscribe to RSS