საბჭოთა წარსულის გააზრება

საბჭოთა წარსულის გააზრება

ისტორიის ფორუმი. ეპოქალური 1917 წელი: ემანსიპაციის ოცნება თუ კოშმარი?

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის (ბერლინი, გერმანია) და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის "მემორიალის" (მოსკოვი, რუსეთი) უკვე ტრადიციად ქცეული თანამშრომლობა ევროპის უახლესი ისტორიის კრიტიკული გააზრებასა და მასზე სამსჯელო სივრცის გაძლიერებაზეა მიმართული. სწორედ, ამ მიზნის მიღწევისთვის ორი ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით ბერლინში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში ყოველწლიურად ტარდება ევროპის ისტორიული ფორუმი, რომელიც ისტორიკოსებს, პოლიტიკოსებს, პოლიტიკის და სოციალური მეცნიერებების, და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლებს აღმოსავლეთ, ცენტრალური და დასავლეთ ევროპიდან ერთ სივრცეში უყრის თავს.

სტალინური სიები საქართველოდან

საბჭოთა წარსულის გააზრება

ქვეყნაში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად ერთ-ერთი წინაპირობა მისი ტოტალიტარული წარსულის გააზრებაა. სწორედ ამ მიზნით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ახალი ინიციატივაა საქართველოს საბჭოთა წარსულის შესწავლა და გააზრება, რომლის ფარგლებშიც ფონდი 2009 წლიდან პარტნიორებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად იკვლევს ქვეყნის ტოტალიტარულ წარსულს და ხელს უწყობს საზოგადოების ჩართულობის გაზრდას ამ რთული საკითხის ირგვლივ დისკუსიაში.

პროექტები და ღონისძიებები

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინსტიტუციური განვითარების პროექტი (2018-2020)

(მიმდეინარე პროექტი) 2018-2020 წწ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) თანამშრომლობის მიზანია სოვლაბის ინსტიტუციური გაძლიერება და საბჭოთა პერიოდის კრიტიკულ გააზრებაზე მიმართული საგანმანათლებლო და კვლევითი რესურსების მდგრადი განვითარება.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ინსტიტუციური განვითარების საპილოტე პროექტი (2017)

(საპილოტე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მიზნად ისახავს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობას. პროექტის მიზანია, ორგანიზაციაში არსებული რესურსების მობილიზებისა და ამოქმედების გზით საქართველოში საბჭოთა წარსულის კვლევის თემის პოპულარიზაცია.

ვრცლად

დებატები თემაზე "საბჭოთა წარსულის გააზრება"

პიროვნების კულტის გააზრება: სტალინის მითის დეკონსტრუქციისთვის

„ქართველობისთვის სტალინი, ეროვნული ხატი უფროა, ვიდრე პოლიტიკური მოდელი“ - ასე შეაფასა კვლევის შედეგები სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

სტალინის კულტის გააზრება დღევანდელობისთვის

ქუთაისი, 5 აპრილი, 2013
ჩვენგან ათწლეულებით და თაობებით დაშორებული სტალინი, დღეს ისევ სიმპათიებს იწვევს. რას ასწავლიან მოსწავლეებს სკოლებში სტალინზე , როგორ და რატომ ხვდება ახალი თაობა სიმპატიით სტალინის სახეს?

ყველა დებატი თემაზე "საბჭოთა წარსულის გააზრება"

პუბლიკაციები

დაკარგული ისტორია - საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი

"საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვრის" ისტორია იმჟამინდელი საზოგადოების სოლიდარობისა და თვითორგანიზების კულტურის აქამდე უცნობი ეპიზოდია. სოლიდარობისა და თვითორგანიზების კულტურის კვლევა კი დღეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ, რას დაეფუძნა წარსულში ურთიერთდახმარების ასეთი ძლიერი მოძრაობა და ვიმსჯელოთ - ისტორიული გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, შეგვიძლია თუ არა თანამედროვე, მძიმე სოციალურ და კულტურულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.

სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და რადარამი წარმოგიდგენთ ტიმოთი სნაიდერის წიგნის „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის“ ქართულენოვან თარგმანს. ეს წიგნი ავტორის ზუსტი ხედვისა და ლიტერატორის დახვეწილი თხრობის ნაზავია, ის ძალიან ჰუმანური და ამავდროულად სულისშემძვრელი საკითხავია და ღრმა გააზრებას საჭიროებს, რათა სისხლიანი მიწები აღარასოდეს განმეორდეს. 

Subscribe to RSSSubscribe to RSS