South Caucasus Regional Office

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო

შოვი, რაჭა, საქართველო. All rights reserved.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების განვითარებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

დღეისათვის ფონდი რეგიონის ახალგაზრდა მეცნიერებს სთავაზობს კვლევით სტიპენდიებს უახლესი ისტორიის, პოლიტილოგიის, სოციოლოგიისა და ურბანისტიკის სფეროში და მათთან ერთად ავითარებს საგანმანათლებლო პროექტებს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგს მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მიზნით. ფონდის სტამბოლის ბიუროსთან ერთად ის ორგანიზებას უკეთებს თურქულ-სომხური შეხვედრების სერიას.

დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფონდი ავითარებს ინიციატივებს ქალთა და სექსუალური უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური გაძლიერების მიზნით; აგრეთვე, რეგულარულად ატარებს საჯარო დისკუსიებს ქართული პოლიტიკის ცენტრალური საკითხების შესახებ საკუთარ ოფისში და ასევე რეგიონებშიც. 2009 წლიდან ფონდის სამუშაო პრიორიტეტებს დაემატა საბჭოთა ისტორიის გააზრებისა და ტოტალიტარული წარსულის საკითხებიც.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის განსაკუთრებული მიზანია, შექმნას იმპულსები სამხრეთ კავკასიის მიმართ ევროკავშირის აქტიური და თანმიმდევრული პოლიტიკისათვის. ბერლინსა და ბრიუსელში, ისევე როგორც ბაქოში, ერევანსა და თბილისში, ფონდი რეგულარულად ატარებს კონფერენციებსა და თემატურ საუბრებს, რათა განიხილოს ერთიანი ევროპული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის როლი რეგიონში არესბული კონფლიქტების მიმართ; აგრეთვე მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ჩართვას ევროკავშირის გაფართოებული ევროპის კონცეფციაში.

სხვადასხვა

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გთავაზობთ 2017 წლისთვის საპროექტო განაცხადების კონკურსის პირველ შედეგებს.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს კონკურსს 2017 წლის საპროექტო განაცხადებისთვის.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მწვანე პოლიტიკური ფონდია და პირველ რიგში, საკუთარი მაგალითით ცდილობს მის პარტნიორებს და ფართო საზოგადოებას დაანახოს, რომ თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია, როგორც სოციალური, ისე ბუნებრივი გარემოს წინაშე.

გენდერული დემოკრატია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისთვის არ არის მხოლოდ  გენდერულ პროექტებში ზოგადად დასახული მიზანი. იდეალის გარდა, ეს ფონდისთვის ორგანიზაციული პრინციპიცაა.

წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ფართო აუდიტორიას პირველად წარუდგინა თავისი გამოცემები თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალზე. 2013 წლის 23-26 მაისს თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გახლდათ და მასში 70-მდე წიგნის გამომცემელმა, მაღაზიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.

ავტორი

ნატალია დავლიანიძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პრაქტიკანტი (სექტ. 2012 - იანვ. 2013) გვიზიარებს შთაბეჭდილებებს ბიოლის ფონდში მუშაობის და მიღებული გამოცდილების შესახებ.

ჩვენი გუნდი

ნატო კეთილაძე

ფინანსური კოორდინატორი

მალხაზ სალდაძე

პროგრამების კოორდინატორი

თაკო ანთიძე

კლიმატის ცვლილების და ენერგეტიკული პროგრამების კოორდინატორი

ანა ნემსიწვერიძე-დანიელსი

პროგრამის კოორდინატორი - EU

ეკა წერეთელი

პროექტების მენეჯერი
Subscribe to RSSSubscribe to RSS