ევროკავშირის პარტნიორობა აღმოსავლეთთან


ევროკავშირის პარტნიორობა აღმოსავლეთთან

Image removed.

პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივაზე დაყრდნობით, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის ევროპული პოლიტიკის გაფართოებას, ევროსაბჭომ 2008 წ. ივნისში მოიწვია ევროკავშირის კომისია ”აღმოსავლეთის პარტნიორობაზე” წინადადების მოსამზადებლად. როდესაც 2008 წ. აგვისტოს მოვლენებმა დაადასტურა აღმოსავლეთთან მიმართებაში გადაუდებელი პოლიტიკური ქმედებების აუცილებლობა, ევროკავშირის საგანგებო საბჭომ მოითხოვა კომისიის მუშაობის დაჩქარება.

2008 წ. 3 დეკემბერს ევროკომისიამ წარმოადგინა წინადადება, რომელიც მოიცავს ორმხრივ და მრავალმხრივ ინიციატივებს, რომლებიც სერიოზულად გააძლიერებს ევროკავშირისა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, ბელორუსია, უკრაინა) შორის ურთიერთობას. ”აღმოსავლეთის პარტნიორობა” არის შედეგი დისკუსიისა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან ორიენტირებულია მხოლოდ აღმოსავლეთის მეზობელ ქვეყნებზე და მიზნად ისახავს რეგიონის პრობლემების მოგვარებას.

თავისი ახალი პოლიტიკით ევროკავშირი სთავაზობს მიმზიდველ ორმხრივ პუნქტებს, როგორიცაა, მაგ., ასოციაციის შეთანხმებისა და შესაძლო მომავალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა. ბრიუსელსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასთან ერთად „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ ასევე შეიმუშავებს პარტნიორ ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის ახალ პრინციპებს. გარდა ამისა, სამოქალაქო მოღვაწეები მიწვეულნი არიან არა მხოლოდ მონიტორინგში მონაწილების მისაღებად, არამედ აგრეთვე სამოქალაქო გეგმების დასახვასა და განხორციელებაში.
 
ჩვენ დიდად ვაფასებთ ”აღმოსავლეთის პარტნიორობის” ინიციატივას, როგორც ევროკავშირის ახალი კომპლექსური პოლიტიკისაკენ გადადგმულ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს, თუმცა საჭიროდ მიგვაჩნია აღნიშნული წინადადების რეალური იდეებით შევსება, განსაკუთრებით უშუალოდ პარტნიორი ქვეყნებიდან. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მუშაობის პრიორიტეტს 2009 წლისთვის წარმოადგენს ექსპერტთა შორის დიალოგის წარმართვა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” თემაზე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.