ალენ ამირხანიანი

ალენ ამირხანიანი

ამერიკული უნივერსიტეტის (საუ) ჰაკოფიანის სახელობის გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია: 

ალენ ამირხანიანი 2013 წლიდან სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის (საუ) ჰაკოფიანის სახელობის გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორია. 2014 წელს დააარსა სამთო საქმის გონივრულად წარმართვის ცენტრი, რომელსაც ამჟამად საუ-ს ჰაკოფიანის სახელობის ცენტრთან ერთად ხელმძღვანელობს. ის ასევე კითხულობს გარემოს დაცვის კურსებს საუ-ს დამამთავრებელ და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე. უნივერსიტეტში მუშაობის დაწყებამდე ბ-ნი ამირხანიანი მაიკლ პორტერის მიერ დაფუძნებული არამომგებიანი სტრატეგიული კვლევების ორგანიზაციის, "ქალაქის კონკურენტუნარიანი შიდა უბნების ინიციატივის" (ICIC) დირექტორის პირველი მოადგილე იყო კვლევების დარგში. ენერგოეფექტურობისა და ეკონომიკური და ურბანული განვითარების საკითხებზე კონსულტაციებს უწევდა მსოფლიო ბანკს, გაერო-ს განვითარების პროგრამასა და ბრუკინგსის ინსტიტუტს. ბ-ნ ამირხანიანს მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ურბანისტიკისა და ქალაქგეგმარების ფაკულტეტიდან.

სტატიები: