გიორგი (გაგა) ნიჟარაძე

გაგა ნიჟარაძე, ფსიქოლოგი, არის თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი. თსუ-ს ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფსიქოლოგიის განყოფილების დამთავრების შემდეგ 1980-83 წწ-ში მან გაიარა ასპირანტურა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტში და 1985 წელს დაიცვა დისერტაცია.

1990 წლიდან გ. ნიჟარაძე კულტურის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს, 1996 წლიდან - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის კვლევისა და ანალიზის განყოფილებას. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროებია: ეთნოლოგია, დიდი ჯგუფების ფსიქოლოგია, ევოლუცია და ისტორია.