ქეთი სართანია
ქეთი სართანიას პორტრეტი

ქეთი სართანია მიმდინარე პერიოდში სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამდროვე აქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე. მისი კვლევითი გამოცდილება შეეხება საქართველოს უახლეს ისტორიას: საპროტესტო მოძრაობებსა და დამოუკიდებლობის ნარატივებს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ადგილობრივი და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ისტორიისა და სოციალური თემების კვლევებზე, როგორიც არის საბინაო პოლიტიკა, დევნილები და სოციალური ჯგუფების პოლიტიკური იდენტობა თანამედროვე საქართველოში. დაწერილი აქვს ათზე მეტი სტატია და ანგარიში (ქართულ და ინგლისურ ენებზე) საქართველოს თანამედროვე ისტორიის, საპროტესტო მოძრაობებისა და სოციალური პოლიტიკის შესახებ საქართველოში.

მისი კვლევითი ინტერესებია: თანამედროვე საქართველოს ისტორია, სოციალური და დისიდენტური მოძრაობები, ნაციონალიზმი, და ნაციონალისტური მოძრაობები, სოციალური საპროტესტო მოძრაობები, რევოლუცია და სოციალური პოლიტიკა. კვლევითი მიმართულებით ის მუშაობს ზეპირი ისტორიების კვლევის მეთოდოლოგიის თეორიულ და პრაქტიკულ განვითარებაზე. 2022 წლიდან გახდა საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის (GAPOR) წევრი.