მალხაზ სალდაძე
პროგრამების კოორდინატორი

2012 წლის ივნისიდან მალხაზ სალდაძე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროგრამების კოორდინატორია.
მალხაზს დამთავრებული აქვს მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების სკოლა და მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი პოლიტოლოგიაში. 2002-2003 წწ. მალხაზი კითხულობდა ლექციებს მოსკოვის სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების სკოლაში. 2004 წლიდან ის მუშაობდა ლექტორად და მკვლევარად სხვადასხვა აკადემიურ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებში, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტსა და სოციალური კვლევების ინსტიტუტში.
2009-2012 წლებში მალხაზი მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე ფონდში „ღია საზოგადოება - საქართველო“.

კონტაქტი

ელ. ფოსტა: Malkhaz.Saldadze[at]ge.boell.org