მანანა ქოჩლაძე

მანანა ქოჩლაძე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელის კოორდინატორია ევროკავშირის სამეზობლო რეგიონში; ასევე, არის ადგილობრივი გარემოსდაცვითი ორგანიზაციის - „მწვანე ალტერნატივა“- დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2008-2010 წლებში იყო ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის საზედამხედველო საბჭოს წევრი ევროპის საინვესტიციო ბანკის საგარეო მანდატის შუალედური გადახედვისთვის. მანანა ქოჩლაძემ, 2004 წელს, გოლდმანის გარემოსდაცვითი პრიზი მიიღო ბაქო-თბილისი-ჯეიხანის კამპანიისთვის. ქალბატონი ქოჩლაძე განათლებით ბიოლიგია; არის გარემოსდაცვის და ენერგეტიკის საკითხებზე არაერთი ანგარიშის ავტორი და თანაავტორი.