ნინო ლეჟავა
დირექტორი

2011 წლის დეკემბრიდან ნინო ლეჟავა არის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი.
2010 წლის მაისიდან 2011 წლის ნოემბრის ჩათვლით ის იყო ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის კონსულტანტი და CIM-ის (საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი) ინტეგრირებული სპეციალისტი. 2003 წლიდან 2010 წლის მაისამდე ნინო იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორის მოადგილე და პროგრამის კოორდინატორი. პარალელურად ის თანამშრომლობდა ორგანიზაციასთან „შერიგების რესურსები“ პროექტის „წარსულის გააზრება: კვლევა და დიალოგი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში“ ფარგლებში.
ნინო ლეჟავა სწავლობდა სამართალს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში, და ჰამბურგის უნივერსიტეტსა და ჰამბურგის ევროპის კოლეჯში, გერმანიაში.

კონტაქტი

ელ. ფოსტა: Nino.Lejava[at]ge.boell.org