ოლია აზატიანი

2016 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე ოლია აზატიანი მუშაობდა ჰაინრიჰ ბიოლისფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს სომხეთის ოფისის პროექტების კოორდინატორად. მანამდე, 7 წლის განმავლობაში ის სომხეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროექტებს ხელმძღვანელობდა. 2002-2013 წლებში ის აგრეთვე თანამშრომლობდა ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან/ვენეციის კომისიასთან, გაეროსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES). 2014 წლიდან ის არის ბრიუსოვის სახელობის ენებისა და სოცილური მეცნიერებების ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

ოლია არის ბრიტანული პროგრამის "ჩივნინგი" სტიპენდიატი (2006-2007). ის სწავლობდა პოლიტიკისა და მართვის მეცნიერებებს სომხეთში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. 2015 წელს კი მან დაამთავრა დიდი ბრიტანეთის დიპლომატიის აკადემია.