რალფ ფიუქსი

რალფ ფიუქსი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პრეზიდენტი
Ralf FücksCreator: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი. All rights reserved.
კონტაქტი: 

Heinrich-Böll-Stiftung e.V.
Schumannstr. 8, 10117 Berlin
Fon: (030) 285 34-0
Fax: (030) 285 34-109
E-Mail: info@boell.de

ბიოგრაფია: 

რალფ ფიუქსი გერმანელი პოლიტიკოსი და მწვანეთა პარტიის წევრი გახლავთ. ის 1951 წელს დაიბადა. 1970-იან წლებში ფუკსი ჰაიდელბერგისა და ბრემენის უნივერსიტეტებში სოციალურ მეცნიერებებსა, პოლიტოლოგიასა და ეკონომიკას სწავლობდა. 1982 წლიდან იგი მწვანეთა პარტიის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს. ფიუქსი ძირითადად რეგიონალური პოლიტიკის მიმართულებით მუშაობდა და თავისი პარტიის ბრემენის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. 1985-95 წლებში პოლიტიკოსი არაერთხელ აირჩიეს ბრემენის ფედერალური მიწის წარმომადგენლობით ორგანოში. ფიუქსი ბრემენის მთავრობის წევრიც იყო. მას ქალაქგანვითარებისა და გარემოს დაცვის სენატორის თანამდებობა ეკავა.

1996 წლიდან რალფ ფიუქსი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრია. კოლეგებთან ერთად მან სრულად განაახლა ფონდი და მისი სათაო ოფისი ბერლინში გადაიტანა. 2011 წლის ნოემბერში იგი ფონდის თანა-პრეზიდენტად მეოთხედ აირჩიეს. ის ძირითადად მდგრადი განვითარების, მიგრაციის, საგარეო პოლიტიკისა და საერთო ევროპული პოლიტიკის თემებზე მუშაობს.

რალფ ფიუქსი არაერთი პოლიტიკური პერიოდული გამოცემის და საგაზეთო სტატიის ავტორია. 1991 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა წიგნი "Sind die Grünen noch zu retten?". 2013 წელს გამოქვეყნდა რალფ ფუკსის წიგნი „Intelligent wachsen“ ("გონივრული ზრდა").