შოთა პაპავა
დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და რეგიონული და საერთაშორისო დიალოგის პროგრამების კოორდინატორი

2016 წლის მარტიდან შოთა პაპავა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და რეგიონული და საერთაშორისო დიალოგის პროგრამების კოორდინატორია.

სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრსა და დეპოლის უნივერსიტეტის კულტურის ცენტრში. 2007 წლიდან ის კითხულობდა ლექციებს ბერკლის (U.C. Berkeley) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც ის ასევე ითავსებდა ინგლისურენოვანი ჟურნალის "Identity Studies in the Caucasus and the Black Sea Region“ რედაქტორის ფუნქციებს.

შოთა პაპავა სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს ამერიკულ უნივერსიტეტში (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფილოსოფიას ჩიკაგოს უნივერსიტეტში და ფილოლოგიას კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი).

კონტაქტი

Shota.Papava[at]ge.boell.org