შოთა ხინჩა

შოთა ხინჩა

მკვლევარი
ბიოგრაფია: 

შოთა ხინჩა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მკვლევარი და მიწვეული ლექტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში. ასევე, არის ტრენერი გენდერული ძალადობის და სოციალური მედიის საკითხებში. შოთას მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ედინბურგის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  მისი კვლევის ინტერესებია ნაციონალიზმი და ეთნიკურობა, გენდერი და სამოქალაქო მოძრაობები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ასევე, შოთას ინტერესის სფეროა კოლექტიური მეხსიერება და პოსტ-ტოტალიტარული მეხსიერების პოლიტიკა. მისი ერთ-ერთი სამაგისტრო ნაშრომი გახლდათ „ნაციონალიზმი პოსტ-საბჭოთა საქართველოში სოციალური მეხსიერების და კულტურული ტრამვის თეორიების კონტექსტში“. ამჟამად მუშაობს კვლევაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნის ფორმებს და ნარატივებს იკვლევს.

სტატიები: