შტეფან მაისტერი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი

შტეფან მაისტერი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელია 2019 წლის ივლისიდან.

2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მარტამდე დოქტორი შტეფან მაისტერი საგარეო პოლიტიკის გერმანული საბჭოს (DGAP) რობერტ ბოშის ცენტრის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, რუსეთის და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელი იყო.

მანამდე, ის ამავე საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ცენტრალური აზიის პროგრამის უფროსად მუშაობდა. ასევე პოლიტიკის უფროს მკვლევარად ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობების  ევროპის გაფართოების გუნდში (Wider Europe). 2015-16 წლებში, მაისტერი იყო მიწვეული მკვლევარი  ვაშინგტონში, ტრანსატლანტიკურ აკადემიაში, სადაც იგი რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე წერდა. ის რამდენჯერმე მუშაობდა OSCE-ის არჩევნების დამკვირვებლად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. მაისტერი იენაში, ლაიფციგში და ნიჟნი ნოვგოროდში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებსა და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიას. მას მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი იენის უნივერსიტეტში, რუსეთის უმაღლესი განათლებისა და კვლევის სისტემის ტრანსფორმაციის თემაზე. შტეფან მაისტერის კვლევითი ინტერესებია რუსეთის საშინაო, საგარეო, თავდაცვითი და ენერგო პოლიტიკა; ევროკავშირი-რუსეთის და გერმანია-რუსეთის ურთიერთობები; აღმოსავლეთ პარტნიორობა და პოსტ-საბჭოთა, მათ შორის სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები.

შტეფან მაისტერი თანაავტორია ბრუკინგსის პრესის მიერ გამოცემული წიგნების „აღმოსავლეთის შეკითხვა“ (2016), „აღმოსავლეთის ხმები“ (2017) და „რუსეთის ფაილი“ (2018). 2019 წელს ის იყო თანაავტორი წიგნისა „გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება. ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის“.